მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:31 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





Untitled Document

მირქმა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

მიგებება (მირქმა) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ერთ-ერთია ათორმეტი დიდი ქრისტიანული დღესასწაულიდან, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 2/15 თებერვალს ზეიმობს.

ამ დღესასწაულით ეკლესია იხსენიებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებიდან. შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, როცა დედაკაცი მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის შემდეგ ჰქონდა უფლება ღმრთის ტაძარში შესვლისა. საშოს გამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებოდა და ოჯახი ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო შესაწირავი მიერთმია ღვთისათვის, ღარიბი ოჯახისათვის დადგენილი იყო ორი გვრიტი ან - მტრედის ორი ხუნდი.

ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა უფალს სამადლობელი და განსაწმედელი მსხვერპლი შესწირეს, კერძოდ, ორი ხუნდი მტრედისა. თუმცა ყოვლადწმიდა ქალწულს - დედას ღვთისას არ სჭირდებოდა განწმენდა, რადგან ქორწინების გამოუცდელად შვა მან წყარო სიწმიდისა, მაგრამ თავისი ღრმა სიმდაბლით რჯულის განწესებას მაინც დაემორჩილა.

იმ ხანებში იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სვიმეონი. გადმოცემის მიხედვით, იგი იყო ერთ-ერთი სამოცდაათთაგანი, რომლებიც ძველ აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულიდან თარგმნიდნენ.  სვიმეონი თარგმნისას დააეჭვა ესაია წინასწარმეტყველის იმ სიტყვებმა, რომელიც აუწყებდა, რომ მაცხოვარი ქალწულისაგან იშვებოდა. სვიმეონმა ჩათვალა, რომ სიტყვა "ქალწული” შეცდომით ეწერა და მოინდომა მისი შეცვლა "ქალით”, მაგრამ ამ დროს ღმერთმა მას ანგელოზის პირით აუწყა, რომ, მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქალწულისაგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ ნახავდა. მართალი სვიმეონიც სასოებით მოელოდა აღთქმული მესიის მოსვლას.

ღვთის შტაგონებით, მოხუცი ტაძარში იმ დროს მივიდა, როცა იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა რჯულით დადგენილი წეს-ჩვეულება აღესრულებინათ. სვიმეონმა ხელში აიყვანა ღვთაებრივი ყრმა, აკურთხა ღმერთი და წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა ქვეყნის მაცხოვარზე: "აწ განუტევე მონაÁ შენი, მეუფეო, სიტყÂსაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაÁ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა 2,29-32).

მართალმა სვიმეონმა უწინასწარმეტყველა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, "ჰრქუა მარიამს... აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის... და თÂთ შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაÁთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი” (ლუკა 2,34-35).

"დაცემულებში” ქრისტესადმი ურწმუნონი მოიაზრებიან. "აღდგენილებში” - მორწმუნენი. წმ. ტიმოთე იერუსალიმელი წერს: "... არა თუ სÂმეონ თÂსითა გონებითა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისაÁთა ეტყოდა ქალწულსა მას უფლისათÂს: დაცემად ურწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად - მორწმუნეთათვის... რამეთუ დაეცა იუდა და აღდგა მატათია; დაცემაÁ მარცხენითისაÁ მის ავაზაკისაÁ და აღდგომაÁ - მარჯუენითისაÁ მის, რამეთუ ჰრწმენა და მყის სამოთხÀ მოიპოვა, ხოლო იგი ურწმუნოებითა დაეცა და წარწყმდა”.

რაც შეეხება ღვთისმშობლისადმი თქმულ სიტყვებს - "თÂთ შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი”: იგულისხმება უფლის ჯვარცმა და ყოველივე ამის მხილველი, სხვებთან ერთად, თვით დედა იყო ღვთისა, ამიტომაცაა, ეს გაუსაძლისი ტკივილი ღვთისმშობლისა ამ წინასწარმეტყველებაში ასეთი მძაფრი სიტყვებით წარმოჩენილი. ისევ წმ. ტიმოთე იერუსალიმელს მოვუსმინოთ: "ოდეს ჯუარს აცუეს იესო ჰურიათა და მზესა მოაკლდა ნათელი და კლდენი განსთქდეს, ამისთÂს, ვითარცა მახÂლმან განვლო სულსა მისსა. ამას მახÂლსა იტყოდა სვიმეონ, რომელი იგი ურვაÁ მოწევნად იყო ქალწულისა და მისი წინავე აუწყა”.

იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანნა წინასწარმეტყველი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

"და იყო ანნა წინაÁსწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შÂდ წელ სიქალწულითგან თÂსით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთÂს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოÃსნისა იერუსალიმს შინა" (ლუკა 2, 36-38). მართალი სვიმეონი და ანნა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ იერუსალიმის ტაძარში მიჰგებებოდნენ კაცობრიობის მხსნელს.

ქრისტეს შობამდე ყოველი მართალი მამაკაცი და დედაკაცი ქვეყნის მომავალი მაცხოვრის - მესიის რწმენით ცხოვრობდა და სასოებით მოელოდა მის მოსვლას (შემდგომში იუდეველთა ნაწილმა დაკარგა მესიის ჭეშმარიტი გაგება. მათ გაამიწიერეს ეს ცნება. მესია გააიგივეს ხორციელ მეფესთან, რომელიც ამქვეყნიურ დიდებას მოუტანდა ისრაელს და პოლიტიკურად და ეკონომიკურად გააბატონებდა მას მთელ მსოფლიოზე. ამგვარად მსოფლხედვისა და შეგნების ლოგიკური შედეგი იყო ის, რომ იუდეველთა უმრავლესობამ ვერ იცნო ჭეშმარიტი მესია - იესო ქრისტე, რომელიც მიწიერ ხელისუფლებას კი არა, ცათა სასუფეველს ქადაგებდა).

ღვთის მიგებების (მირქმის) დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულებს განეკუთვნება. მაგრამ, მიუხედავად ადრეული წარმოშობისა, იგი VI საუკუნეზე ადრე არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565 წწ.) ბიზანტია, განსაკუთრებით ატიოქია, შეუწუხებია ჯერ მიწისძვრებს, შემდეგ კი - საშინელ ჭირს, რომელსაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა. ამ საყოველთაო უბედურების დროს ერთ-ერთ ღვთისმსახურ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მორწმუნეებს საზეიმოდ აღენიშნად ხოლმე უფლის მიგებების დღესასწაული.

მართლაც, იმ წელს, როცა უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ლიტანიობა აღასრულეს, უბედურებანი, რომელნიც ბიზანტიას დაატყდა თავს, შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა საზეიმოდ აღენიშნათ უფლის მირქმის დღესასწაული.

მირქმის დღესასწაული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ იესო ქრისტე დედამიწაზე გამოჩნდა ნამდვილი კაცობრივი სხეულით და არა მოჩვენებითით, როგორც ამას დოკეტიზმი ქადაგებდა.

მიგებების (მირქმის) დღესასწაული არის ზეიმი ადამიანის მიგებებისა, შეხვედრისა უფალთან - იესო ქრისტესთან. ეს დღესასწაული გვასწავლის, რომ, ვინც რჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებასა და სასოებას უფალი აუცილებლად სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას მიაგებს.

ტროპარი

გიხაროდენ, მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მÃსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სÂმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგუანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი

საშოÁ რაÁ ქალწულებრივი განსწმიდე შობითა შენითა, და Ãელნიცა სÂმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშუენოდა, უსწრვე აწცა და გუაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშÂდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაÁ ჩვენი, და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთმოყვარე.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120136 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ