მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


გრიგოლ ორბელიანი
ჰე, ივერიავ!..
"ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" -





Untitled Document

ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა

ხარებას _ ამ უდიდეს დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 25 მარტს (ახლით _ 7 აპრილს) ზეიმობს.

წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი წერს: "დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან და ნათელი იგი ქრისტÀს მოსვლისაÁ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების.

დღეს მხიარული იგი არÀ ჩვენი ქრისტÀ, სიმართლისა იგი მზÀ, ბრწყინვალითა ნათლითა გამოგÂბრწყინდა ჩვენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა.

დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების, ამისთვის, რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაÁ იქმნა...
დღეს ღმრთის მიერი აღესრულების თქუმული, რომელსა იტყÂს: "იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაÁ....”

როგორც წმიდა სახარებიდან არის ცნობილი, იოანე ნათლისმცემელის შობის შესახებ ზაქარიას, იოანეს მამას, გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა. ".... ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოანე. და იყოს შენდა სიხარული და მხიარულებაÁ, მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოÁ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაელისათანი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა”(ლუკა, 1,13-16). ამ უწყებიდან და გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი ღვთის მიერ გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის”(ლუკა, 1,28). ქალწულ მარიამს უნდა ეტვირთა ის, რომელმაც ყოველივე შექმნა. ამ დღეს ადამიანები ანგელოზთა ქებას უერთდებიან და ყოვლადწმიდა ქალწულს მიმართავენ: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!”

წინასწარმეტყველნი და მამამთავარნი ვერ გახდნენ ღირსნი უფლის პირისპირ ხილვისა: ზოგს იგავური ჩვენება ჰქონდა, ზოგმა ღრუბლის სვეტიდან მისი ხმა მოისმინა, ზოგსაც ანგელოზები გამოეცხადნენ. ყოვლადწმიდა მარიამთან კი მთავარანგელოზი გაბრიელი მივიდა და ახარა, როგორც უპირატესს. მარიამი მისმა სიტყვებმა შეაძრწუნა, მაგრამ მთავარანგელოზმა დაამშვიდ