მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:47 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
დაგვიანებული პასუხი აკაკის
და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა -
/სულიერი მდელო/





Untitled Document

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მისი ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიტომ წმიდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად შერაცხა. მას 6/19 აგვისტოს ვზეიმობთ.

ახლოვდებოდა იესო ქრისტეს Qჯვარცმის დღე. იგი უნდა ვნებულიყო ადამიანთა ცოდვებისათვის. უფალმა იცოდა, რომ ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, ბევრი დაკარგავდა სასოებას და იმედს საუკუნო ცხოვრებისათვის, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ისინი რწმენით განემტკიცებინა.

უფალმა თავის მოწაფეთაგან ამოარჩია პეტრე, იაკობ და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. მაცხოვარს სურდა, მოციქულთათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, ეჩვენებინა იმ ზომით, რა ზომითაც მათ შეეძლოთ ამის დატევა, რათა შემდგომში განსაცდელისა არ შეშინებოდათ, თანაცხ დარწმუნებულიყვნენ იმ სიბრძნეში, რომ, ვინც სულიერად არ ამაღლდება, ის ვერც ღვთაებრივი დიდების ხილვის ღირსი გახდება.

სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. როცა ძილისაგან გამოერკვნენ, ნახეს რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: სახე მისი გაბრწყინდა, როგორც მზე, სამოსი მისი ფასპეტაკდა, ვითარცა თოვლი, რომელიც თვალისმომჭრელ ნათელს გამოსცემდა. ამ დროს უფლის წინაშე ზეციური დიდებით და საღვთო ნათლით სემოსილი მისე და ელია წინასწარმეტყველნი წარმოადგენენ, რომლებიც მაცხოვართან საუბრობდნენ იმ ვნებებისა და ტანჭვის შესახებ, რაც მას მოელოდა იერუსალიმში.

ამის მნახველი მოწაფეები ისეთმა ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა, რომ პეტრემ ანგარიშმიუცემლად წამოიძახა: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიასა... შემდგომ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ღვთის ხმა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ. მოწაფეები შიშისაგან პირქვე დაემხნენ. მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: აღდეგით ნუ გეშინინ (მათ. 17,7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას იესო ქრისტემ გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისათვის გაემხილათ, სანამ მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის თავზე გაბრწყინებული მაცხოვრის ხილვის ღირსი გახდა ქრისტეს სამი მოწაფე, რომელთაგან უნდა განემტკიცებინათ სხვა მოციქულები იმ დროს, როცა გამოიცდებოდა მათი სასოება უფლისადმი და რწმენა იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ძე ღმერთია.

როცა პეტრემ უთხრა უფალს, რომ კარგი იყო მათი იქ ყოფნა, ამით მას უნდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო ფერისცვალება, ანუ ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც იმჟამად დაეუფლა მათ. ეს სიხარული მომავალი საუკუნის, ცათა სასუფევლის ნეტარება იყო, რამეთუ მხოლოდ ღვთაებრივი ნათლის სხივებში იძენს ადამიანის გული სიხარულსა და მშვიდობას. ქრისტესათვის თაბორი უძღოდა წინ გოლგოთასა, ქრისტიანისათვის კი გოლგოთაა თაბორის წინამორბედი. თავისი ფერიცვალებით უფალმა გვიჩვენა, თუ როგორ იქნებიან ადამიანები მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში, თუ როგორ გარდაისახება ჩვენი მიწიერი ყოფა სამომავლოდ.

ფერისცვალების სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე ეკლესია ფსალმუნებითა და განსაკუთრებული ლოცვა-საგალობლებით ადიდებს უგლის ყოვლისშემძლეობას, მის სახიერებას და კაცთმოყვარებას, რაც ადამიანთა მოდგმის ხსნაში განცხადდა.

ფერისცალების დღისათვის მწიფობაში შედის მრავალი სახეობა ხილისა. მორწმუნეებს, ეკლესიური ჩვეულების მოხედვით, ტაძარში მიაქვთ ახალი ნაყოფი, რომელიც ეკლესიაში იკურთხება. ეს ჩვეულება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იჩენს თავს. ამგვარი წესი მიანიშნებს იმას, რომ დედამიწზე ადამიანიდან დაწყებული და მცნარეული საფარით დამთავრებული, ყოველივე უფალს ეკუთვნის, ამიტომაც საჭიროა ყოველგვარ საკვებზე კურთხევის მიღება, რადგან, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებული მას შინა.

ტროპარი

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი

მთასა ზედა გერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაი შენი უჩვენე, რათა რაჟამს ოხილონ ჯუარცმაი შენი, გულისხმა-ჰყონ, ვითარმედ ვნებაი იდი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587302 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ