მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


გრიგოლ ორბელიანი
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
"ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" -





Untitled Document

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა

მოციქულთა სწორი წმიდა კონსტანტინე დიდი პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ყოველივე ამას წონ უსწრებდა სასწაული, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა:

ერთხელ, ერთ-ერთი ბრძოლის დასასრულს კონსტანტინე დიდმა და მთელმა მისმა  ჯარმა დაინახეს ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: "ამით სძლიე". მეორე ღამით იმპერატირს თვით იესი ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უთხრაალით სძლევდა მტერს, თან უბრძანა, ჯვარი წინ წაემძღვარა ჯარისათვის ბრძოლაში. იმპერატორი ასეც მოიქცა და გაიმარჯვა. ირწმუნა რა ჯვრის ცხოველმყოფელობა, კონსტანტინე დიდი უფლის პატიოსანი ჯვრის პოვნის სურვილით აღინთო, რომელზეც მაცხოვარი ევნო კაცთათვის. ამ მიზნის განსახორციელებლად მან იერუსალიმში თავისი დედა, მოციქულთა სწორი წმიდა დედოფალი ელენე გაგზავნა. ნეტარმა დედოფალმა ყველა იუდეველი იხმო იერუსალიმში, რათა მათ დამალული ჯვარი გამიეჩინათ. პირველ ხანებში მისი ძიება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ იუდეველები დააშინეს და მათაც გაამხილეს მოხუცი უუდეველის ჴ იუდას სახელი, რომელმაც ჯვრის ადგილსამყოფელი იცოდა. იუდა დიდხანს დუმდა ჯვრის ამბავზე, ბოლოს ღრმა თხრილში ჩაგდებულმა გაამხილა, თუ სად იყო ჩაფლული ეს ჯვარი.

აღმოაჩინეს მაცხოვრის სამარხი და გოლგოთა, შორიახლოს კი სამი ჯვარი იპოვეს.  იქვე იყო ის ფიცარი, რომელზეც პილატემ სამენოვანი წარწერა გააკეთებინა და ის ოთხი სამსჭვალიც, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმნეს. იმისათვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიიდან უფლის ჯვარი რომელი იყო, პატრიარქმა მაკარიოსმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ.  ცხოველმყოფელი ჯვრის შეხებისთანავე იგი მაშინვე გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება  ვერ შეძლო. მაშინ მათ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შესძლებოდა, თუნდაც შორიდან, დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსაბი ჯვარი არამა