მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:33 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ის კი არ არის ბიჭობა
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document

ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით _ 4 დეკემბერს) აღნიშნავს.

როგორც ვიცით, მარადქალწული მარიამის მშობლებმა _ მართალმა იოაკიმემ და ანამ, რომელნიც მოხუცებულობამდე უშვილონი იყვნენ, ღმერთს აღთქმა მისცეს, რომ, თუ შვილი შეეძინებოდათ, მას უფალს შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და მისცა მათ ასული.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეუსრულეს. უხმეს ნათესავ-ახლობლებს, პატარა მარიამი საუკეთესო შესამოსელით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. აქ მარიამს მღვდელმთავარი შეეგება მრავალრიცხოვანი სამღვდელო დასით. ტაძარში შესასვლელად თხუთმეტსაფეხურიანი კიბის ავლა იყო დაჭირო. (რიცხვი 15 მიუთითებს ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის დაწყების თარიღს _ ნისანის (მარტის) თხუთმეტს. ჩვეულებრივ, მორწმუნენი თითო საფეხურის ავლისას თითო ლოცვას კითხულობდნენ, რაც სიმბოლურად მიანიშნებდა ამქვეყნიურობიდან უფალთან მიახლოებას).

როცა პატარა მარიამი  პირველ საფეხურზე დააყენეს, მან სწრაფად და დამოუკიდებლად აირბინა კიბე. მღვდელმთავარმა, სულიწმიდის კარვახით, იგი წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ თვითონ შედიოდა წელიწადში ერთხელ სამსხვერპლო სისხლით. ეს იყო აღსრულება ერთგვარი წინასწარმეტყველებისა: მოსეს დროს აგებული მოძრავი კარვის წმიდათაწმიდაში შეტანილ იქნა სჯულის კიდობანი, აღთქმის ფიცრებით, აარონის კვერთხი და ტაკუკი მანანათი. მარიამის  წმიდათაწმიდაში  შესვლისას ებრაელთა ეს უძვირფასესი სიწმინდენი იქ ეკვე აღარ იყო, რადგან ღვთის რჩეულმა ერმა იგი თავისი ცოდვების გამო დაკარგა, მაგრამ ყოვლადწმიდა მარიამის შესვლით ყველაფერი შეივსო, რადგან ღვთისმეტყველთა განმარტებით, ღვთისმშობელი ის ტაკუკია, რომელმაც  ზეციური პური დაიტია. იგი აარონის კვერთხია, რომელიც უსხმელი ტოტისაგან, ბერწი მშობლებისაგან, აღმოცენდა და ბოლოს, იგია სჯულის კიდობანი, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: აღდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა. მარიამმა 11 წელი დაჰყო ტაძარში. იგი იზრდებოდა კეთილმსახურ ქალწულთა წრეში, კითხულობდა საღვთო წიგნებს, ხშირად იყო დაკავებული ხელსაქმით, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთის სიყვარულით სარგებლობდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების მოსახსენებლად წმიდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი დროიდანვე დააწესა საზეიმო დღესასწაული. ეკლესიის მამათა განმარტებით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალი აღთქმის კიდობნად იწოდება, ეადგან მუცლით ატარებდა ქვეყნიერების გამომხსნელს, რომელმაც ცხონებისაკენ გაუხსნა გზა კაცობრიობას.

თუ ევა მეშვეობით წყევა შემოვიდა ამქვეყნად, ღვთისმშობლის მეოხებით კურთხევა მოგვენიჭა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაუტევნელი დაიტია. დაიტია ის, რომელსაც ცანი ვერ იტევენ, რომელმაც აღხოცა შეცოდებანი კაცთანი და ჯვარს ეცვა ჩვენთვის.

ტროპარი

დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოისა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისთე ყოველთა გუახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი

ყოვლადწმიდა რაძარი მაცხოვრისა, მრავალ-პატიოსანი იგი ქალწული, სამღვდელო საუნჯე დიდებისა, დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოზნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათაი.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120150 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ