მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  15:30 ქართული შრიფტი


ლევან ვასაძე
შეხვედრა კონსტანტინეპოლთან
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document
რუსთავისა და მარნეულის ეპარქია

ეპარქიის მმართველი რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ანზორ ჩახვაშვილი)
დაბ. 1936 წ., გურჯაანის რაიონი სოფ. კარდანახში.
1967 წლის 25.12 დან – დიაკონი.
1979 წ. – ბოდბელი ეპისკოპოსი.
1986 – 1996 წწ. – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი
1989 წ. – მიტროპოლიტი
1996 წ. – რუსთაველი მიტროპოლიტი
მისამართი: წმ. ვახტანგ გორგასლის მონასტერი, საქართველო, 3700, რუსთავი. წმ. ნინოს ქ. |[995] 335149370.

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდ.აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის,  ჩრდილო-დასავლეთიდან – მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზრვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. IV ს. ბოლოს მითრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია “ეკლესიისა საფუძველი”. ვახტანგ გორგასალის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავის საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შედეგად მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებიდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავის და მარნეულის ეპარქია.
1997 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12139391 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ