მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
11 დეკემბერი 2017  12:13 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
***რუსთველის პროსპექტზე სიარული
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document
ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გიორგი (გური შალამბერიძე)

დაბ. – 25.02.1940 მაიაკოვსკი (1991 წლიდან ბაღდადი) ფერსათი.
1963-1971–ლენინგრადის სემინარია-აკადემია. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სიონის ტაძრის პრესვიტერი.
1988, 14.10 – ჭყონდიდელი ეპისკოპოსი
1994 – მთავარეპისკოპოსი
2000 – მიტროპოლიტი

მისამართი: საქართველო,  3100, მარტვილი. ჭყონდიდის მონასტერი. ტელ: [955] 32 303338; [955] 313 21338;

ჭყონდიდის ეპარქია დას. საქართველოში, სამეგრელოში, მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს – აბაშას, მარტვილს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. მღვდელმთავრის კათედრა განთავსებულია მარტვილში, რეზიდენცია – აბაშაში. ჭყონდიდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხონის, დასავლეთიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს, ჩრდილოეთიდან – ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან – შემოქმედის ეპარქია.

საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. იმჟამად ამ ადგილზე სახელგანთქმული კერპი – მუხის დიდი ხე, მეგრულად – “ჭყონი დიდი” მდგარა, და მის სათაყვანებლად და მსხვერპლთშესაწირავად მთელი ეგრისის მოსახლეობა დადიოდა. მაგიური ძალით შემოსილ ბომონს საუკუნეთა  განმავლობაში ჩვილ პირმშოებს წირავდნენ მსხვერპლად.  წმ. მოციქულმა უპირველეს კერპად მიჩნეულ მუხას ქრისტეს სახელით ხალხის თვალწინ მოჭრა დაუწყო. უვნებლად გადარჩენილი ანდრიას ხილვისას,  ხის უძლურებით გულმოცემულმა მუხა თვითონვე მოჭრეს. ანდრიას მიერ მოქცეულმა მეგრელებმა პირველი ეკლესიაც ბომონის ადგილზე ააგეს. ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე მდებარეობის გამო ეს მხარე გამუდმებული სამიზნე იყო ადრიდანვე.

მატიანის თანახმად ჭყონდიდის უძველეს საკათედრო ტაძარში დასაფლავებულია ერთიანი საქართველოს დიდი მეფე ბაგრატ IV. (1027-1072). ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმ. მეფე დავით აღმაშენებელმა საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებისას სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი. ჭყონდიდელს უმაღლესი  საერო თანამდებობა – მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში, XV-XVIII სს-ში ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს, სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. იგი სამეგრელო-ოდიშის სამთავროს ეკლესიის მეთაურად ითვლებოდა.

1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას შორის ჭყონდიდის უძველესი ეპარქიაც იხსენიება. ეპარქიაში ეკლესიური ცხოვრების ეტაპობრივი აღდგენა მხოლოდ XX ს-ის 80-იან წლებიდან იწყება. ამჟამად ეპარქიის მწყემსმთავარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12538778 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ