მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  15:26 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ავტოპორტრეტი
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document
რუისისა და ურბნისის ეპარქია

რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი)
დაბ. – 29.05.1960, ყაზბეგი, სნო.
1983 – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
3.01.1988 – ბერად აღკვეცა; 19.01.1988 – დიაკონი
29.03.1988 – მღვდელმონაზონი
1989 - მცხეთის სასულიერო სემინარია
21.09.1989 – იღუმენი
28.08.1990 – არქიმანდრიტი
17.05.1992 – მანგლელი ეპისკოპოსი
1992-1995 – ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი
1995-1996 – ბათუმის ეპისკოპოსი, 1996 – მთვარეპისკოპოსი
2000 – მიტროპოლიტი რუისისა და ურბნისისა
1996-2003 – პატრიარქის ქორეპისკოპოსი
2003 – საღმრთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარე. მისამართი: საქართველო 5706. ხაშური. ლესელიძის ქ.8. ტელ [995] 26823052; თბილისი [995] 32 982708; მობ. [995] 99577839

რუისისა და ურბნისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს. რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება ვახტანგ გორგასლის შემდეგდროინდელი პერიოდიდან იწყება. ეპარქია მოიცავს ქალაქებს ხაშურსა და ქარელს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სამთავისისა და გორის, დას. არგვეთისა და უბისის, ჩრდ. ნიქოზისა და ცხინვალის, ჭიათურისა და საჩხერის, სამხრეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. ეპარქიის ტერიტორიაზე ქრიატიანული ცხოვრების დასაწყისი ქართველთა განმანათლებელს წმ. ნინოს უკავშირდება. აქ არსებული უძველესი ეპარქიები V საუკუნის ბოლოს დაფუძნდა. რუისის საკათედრო ტაძრის აშენება წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, რომელიც 13 ასურელ მამათაგან თათეს სტეპანწმინდელს განუახლებიათ. ასურელ მამათაგან კიდევ 2 მიქაელ ულუმბოელი და პიროს ბრეთელი მოღვაწეობდნენ ამ მხარეში. ამ მხარეში ჩატარებულა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის დროს რუის-ურბნისის სახელით ცნობილი დიდი საეკლესიო კრება. ეპარქიის ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო.

ქრიატესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა.

ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა. 1996 წ. ოქტომბრიდან  რუისისა და ურბნისის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12139364 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ