მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  15:27 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
დაგვიანებული პასუხი აკაკის
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document
ალავერდის ეპარქია

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე)
დაბ. 1960, თბილისი
23.11.1988 – დიაკონი
1990 – ბერად აღკვეცა
16.04.1992 – ბოდბელი ეპისკოპოსი
1993 – ალავერდელი
1992-1995 – საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე
1996 – მთავარეპისკოპოსი, ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი
2000 – მიტროპოლიტი
მისამართი: საქართველო. 2200 თელავი. დოდაშვილის ქ.#3. [995] 350 33151. 33193. ხუროთმოძღვრების ცენტრი [995] 32986554. მობ. [995] 99 956030.

ალავერდის ეპარქია ოდითგანვე კახეთის უმთავრეს ქრისტიანულ სამწყსოდ ითვლება. იგი თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ეპარქიაა და აღმოსავლეთ საქართველოს ორ ქალაქს – თელავსა, ახმეტას და მათ მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ალავერდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია ესაზღვრება. დასავლეთიდან  - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის, სამხრეთიდან საგარეჯო-ნინოწმინდისა და გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიები, ხოლო ჩრდილოეთიდან – კავკასიონის მთების ცენტრალური ქედი.

ისტორიული ტრადიცია ალავერდის ეპარქიის ჩამოყალიბებას XI ს-ის პირველ მეოთხედში  კახეთ-ჰერეთის მმართველის, კვირიაკე III – ის (1009-1037) მოღვაწეობას უკავშირებს.

ეპარქიის დაარსებისთანავე, აქაურო მწყემსმთავარი ამბა-ალავერდელის წოდებით იხსენიება. ტერმინი “ამბა” სირიულია და მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდების  - “მამის” შესატყვისს წარმოადგენს. Aამ ზედწოდებას ალავერდელი ეპისკოპოსები ატარებენ იმის გამო, რომ ისინი მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. ტრადიციის დამკვიდრება ალავერდის პირველი წინამძღვრის, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის – იოსების სახელს უკავშირდება, რომელიც ამბა-ალავერდელად იწოდებოდა. იოსებ ალავერდელის საფლავი თავისსავე დაარსებული მონასტრის, წმიდა გიორგის ეკლესიაშია.

ამბა ალავერდელის დიდი მნიშვნელობა ერთიანი საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგაც გამოკვეთილი იყო.

კახთ მეფეთა საძვალედ მიჩნეულ ალავერდში განისვენებენ: კახეთის მეფე ალექსანდრე I (1476-1511), ალექსანდრე II (1574-1605), თეიმურაზ I (1605-1648), თეიმურაზის ძე დავითი, ალექსანდრე II-ის ძე გიორგი, ერეკლე I-ის ასული ქეთევანი, დედამისი ელენე, თანამეცხედრე დედოფალი ანა, ერეკლე I-ის თანამეცხედრე დედოფალი ქეთევანი და სხვანი.

ალავერდისადმი სამეფო ოჯახის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მეფე ერეკლე II-ის ძის, თეიმურაზის ამბა ალავერდელად დადგინებას მიანიშნებს.

1762 წლიდან, ქართლ-კახეთის სამეფოთა გაერთიანების შემდეგ, მცხეთის საკათალიკოსო და ალავერდის ეპარქია მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო იმჟამად შედარებით დაქვეითებულ ალავერდის საეპისკოპოსოს სამეურნეო-ეკონომიურ აღორძინებას.
1917 წელს, საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, ავტოკეფალიაღდგენილმა საქართველოს ეკლესიამ, ახლად აღდგენილ ალავერდის საეპისკოპოსო კათედრაზე მღვდელმთავრად დაადგინა ეპისკოპოსი პიროს ოქროპირიძე.

1993 წლის 1 სექტემბრიდან ამბა ალავერდელი გახლავთ მიტროპოლიტი დავით მახარაძე.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12139378 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ