მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
11 დეკემბერი 2017  12:13 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არაგვს
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document
ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია

ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი).
დაბ. 1959 13.04.
1982–1985 – ხარკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1990 – მოსკოვის სასულიერო სემინარია
1988წ. 13 აპრილი ბერად აღკვეცა.
1988წ. -  დიაკვნად კურთხევა.
1988წ. – მღვდლად კურთხევა.
1990წ. – არქიმანდრიტი
1992წ. 27 დეკემბერი – ეპისკოპოსად კურთხევა.
1992-1997 – ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი
1992-1997 – ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი
1995წ. 25 დეკემბერი – მთავარეპისკოპოსი
2000წ. ნეკრესელი მიტროპოლიტი.
1995-2002 საქართველოს საპატრიარქოს სატელევიზიო გადაცემათა შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი.
ანგელოზის დღე – 18 ივლისი.
მისამართი: ქ. ლაგოდეხი. 2500. ზაქათალის ქ. 64 fax (822) 652744;
მდივანი: იღუმენი იაკობ მელაძე (899) 156921

ნაკრესისა და ჰერეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდინარე ალაზნის გაღმა მხარეს მოიცავს. იგი ქალაქებს -  ყვარელს, ლაგოდეხს, მიმდებარე ტერიტორიებით და ნომინალურად ძირძველ ქართულ პროვინციას ჰერეთს აერთიანებს. ეპარქიას ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ალავერდის, დასავლეთიდან – გურჯაანის, სამხრეთიდან – ბოდბის ეპარქია, აღმოსავლეთის საზღვარი კი აზერბაიჯანთან და დაღესტანთან გადის.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე ეს მხარეც გაქრისტიანდა და უკვე IV ს-ის II ნახევარში მითრდატ მეფემ ”ნეკრეს-კახეთისას ეკლესიაი აღაშენა განსრულებით”, რომელიც საქართველოსი დრემდე მოღწეულ ეკლესიათაგან ერთ-ერთ უძველეს ტაძრად ითვლება. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ჩამოყალიბდა ნეკრესის ეპარქია, რომლის სამწყსო ტერიტორია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი იყო, ხოლო მისი მღვდელმთავარი იყო ”ეპისკოპოზ გაღმა მხრისა დიდოთურთ”. VI საუკუნეში II ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, აბიბოსი განაგებდა ნეკრესის სამღვდელმთავროს.

XVI ს-ის II ნახევრიდან კახეთის სამეფოს ოთხი სადროშოდან მეორე სადროშოს წინამძღოლად ნეკრესელი მღვდელმთავარი ითვლებოდა. XVII ს. დასაწყისიდან შაჰ-აბას I-მა კახეთს ნეკრესის სამღვდელმთავრო ტერიტორიის ნაწილი კაკ- ელისენი ჩამოაშორადა აქ მუსლიმანური სასულთნო შექმნა. XVII ს. პირველი მეოთხედიდან გაღმა მხარეს მომძლავრებულმა ლეკებმა ამ მხარეს საბოლოო გაბატონება მოინდომეს. ამ კუთხიდან ქრისტიანი მოსახლეობის აყრისა და განადგურების შემდეგ  ეს მხარე (საინგილო და მისი მიმდებარე ტერიტორიები) დროებით ჩამოსცილდა კახეთს.

ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ნეკრესის უძველესი ეპარქია კახეთში შექმნილ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გაერთიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წელს გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტომბერის საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით ნეკრესის ეპარქიას ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. ეპარქიას 1997 წლის ნოემბრიდან მართავს მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი.
მოქმედი ეკლესია- მონასტრები:
ლაგოდეხის ყაზანის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (დეკანოზი თეოდორე ხუციშვილი 899 545453) Dრესასწაული 4 ნოემბერი;
მონასტრები:

  1. ნეკრესის აბიბოს ნეკრესელის სახელობის მამათა მონასტერი - იღუმენი იაკობ მელაძე
  2. გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერი – იღუმენი გაბრიელ ჯამბაზიშვილი
  3. ყვარლის დუბის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი (კეთილმოწესე-მორჩილი ლია კერესელიძე)
  4. ლაგოდწხის წმ.დიდმოწამე ბარბარეს სახ. დედათა მონასტერი (კეთილმოწესე მორჩილი ლინა ლეთოდიანი); ყვარლის წმ.ილია მართლის სახელობის გიმნაზია.

ყვარელი, 4800; ცოტნე დადიანის 17;
რექტორი – მიტროპოლიტი სერგი;
პრორექტორი – მერაბ კოკორაშვილი (899) 205349   

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12538776 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ