მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
25 ივნისი 2017  15:20 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ვარსკვლავი
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document
არგვეთისა და უბისის ეპარქია

არგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ბადრი ახვლედიანი)
დაბ. 1953 – ცაგერი, ლასტორია
1977 – მღვდლად კურთხევა
1982 -  აგარ-წალკის ეპისკოპოსი,
1984 – ჭყონდიდელი ეპისკოპოსი
1988 – ურბნისის ეპისკოპოსი.
1994-1995 – ურბნისის მთავარეპისკოპოსი.
1995-2002 – სამთავისის მთავარეპისკოპოსი.
2002 – არგვეთის მთავარეპისკოპოსი.
მისამართი: საქართველო 2000, ზესტაფონი. [995] 32 736023, 98 2708. მობ. [995] 99 180753.

არგვეთისა და უბისის ეპარქია ზემო იმერეთში ისტორიული არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს მოიცავს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონებზე. არგვეთის ეპარქიის აღმოსავლეთით ურბნის-რუისისა და ჭიათურა-საჩხერის დასავლეთით – ვანი-ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთით – ქუთაის-გაენათის, სამხრეთით – ბორჯომ-ბაკურიანისა და ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიები მდებარეობს. ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად არგვეთის საერისთავოს დაარსება მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დაწყება მოციქულთა მოღვაწეობას უკავშირდება. ამ კუთხეში ქრისტიანობის ადრიდანვე მტკიცედ გავრცელების მიმანიშნებელია დღემდე მოღწეული უძველესი ქრისტიანული ძეგლები: V-VII საუკუნეების “კაცხის სვეტის” ეკლესია, უდერბის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, VI-VII საუკუნეების ტაბაკინის წმ.გიორგის სახელობის მონასტერი და სხვა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციაში მყოფ მძლავრ ქართულ საეკლესიო კერად ითვლებოდა ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები. “ვაკე, არგუეთი და თაკუერი” კვლავ მცხეთის საყდრის ურისდიქციას მიეკუთვნება. უძველესი დროიდან ქრისთიანული საქართველოს უმნიშველოვანეს კერაზე ზემო იმერეთის ცნობილ არგვეთის საერისთაოში არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრის მღვდელმთავარი – მარგველი არ იხსენიებოდა. მარგველი მღვდელმთავრის საეკლესიო წოდება 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. განახლებულ ეპარქიათა შორის საქართველოს ეკლესიის დიპტიხში არგვეთი მე-9 ადგილზე მოიხსენიებოდა. XX საუკუნის ცნობილი საეკლესიო რეპრესიების დროს არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით არგვეთის ეპარქიას სახელწოდება შეეცვალა და მას არგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად მანამდე საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსი ვახტანგ ახვლედიანი იქნა დადგენილი.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10116501 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ