მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  15:29 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document
წილკნისა და დუშეთის ეპარქია

წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შოთა შიოშვილი)
დაბ. 1951 წ. – ქ. თბილისი
1972 – პოლიტექნიკური ინსტიტუტი
1977 -  მცხეთის სემინარია
1976 – დიაკვნად კურთხევა
27. VII. 1977 – მღვდლად კურთხევა
11. X. 1983– ჭყონდიდელი ეპისკოპოსი.
20. VII 1984 –  წილკნელი ეპისკოპოსი.
1984-1989 – მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი
1984-1994 – საგამომცემლო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მისამართი: საქართველო 3309, წილკანი. საეპისკოპოსო სახლი. [995] 32 314777, 710711.

წილკნისა და დუშეთის ეპარქია შიდა ქართლში, მცხეთის საკათალოკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს მდინარეების  - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს. ეპარქია მცხეთის რაიონის მცირე ნაწილს, დუშეთისა და თიანეთის რაიონებს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ალავერდის, დასავლეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, სამხრეთიდან მცხეთა თბილისის, საგარეჯო-გურჯაანისა და სამთავის-გორის, ჩრდილოეთით – ყაზბეგისა და ხევის ეპარქიები ესაზღვრება. ეპარქიის სახელწოდება “წილკანი”, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი – წინკარი – წირკარი – წილკანი – სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც ბაქარ მირიანის ძეს აუშენებია წილკნის ეპარქია. ეპარქიის ტერიტორიაზე – ქსნის ხეობაში, ნასტაკისის ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III) სამლოცველო, რაც ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობის მიმანიშნებელია. საქართველოში IV ს-ში მეფე მირიანის დროს ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ზოგიერთმა მთის ტომმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მთაში ახალი სარწმუნოების მიღება უმტკივნეულოდ არ მომხდარა. მთის მოქცევას ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს  უკავშირებს.

პირველად წილკნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება. 13 ასურელ მამათაგანი ისე – წილკნის ეპისკოპოსი იყო. ისე წილკნის მიერ განმტკიცებული კათედრალი, მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა  და მისი საზღვრებიც შესამჩნევად განივრცო. XV ს. II ნახევარში, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ წილკნის სამწყსოს დიდი ნაწილი კახეთის სამღვდელმთავროებს დაექვემდებარა. მოგვიანებით საქართველოში მტერთა გამუდმებული თარეშისა და ლეკთა თავდასხმების მიუხედავად, საწილკნო კვლავ ინარჩუნებდა თავის ძველ საზღვრებსა და ავტორიტეტს. 1803 წელს, წილკნელი მთავარეპისკოპოსი იოანე ქარუმისძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს.

ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კი რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილი მცხეთა-ქართლის ეპარქიას მიუერთა. 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი სამწყსო ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას. მოგვიანებით კი გამოკეტილი წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ღვთსმსახურებისთვის დაიბრუნა ეკლესიამ. 1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი.   

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12139389 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ