მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ნიკოლოზ ბარათაშვილი
ფიქრნი მტკვრის პირას
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document
შემოქმედის ეპარქია

შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები (გივი, გიორგი კიკვაძე)
დაბ. 17. 09.1959 წ. – ჩოხატაური
1978 წ.  – თბილისის ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი
თბილისის სამხატვრო აცადემია
თბილისის სასულიერო სემინარია
16.05.1991 წ. -  ბერად აღკვეცა
23.05.1991 წ. – დიაკონი
3.11.1991 წ. – მღვდლად კურთხევა
1993 – არქიმანდრიტი.
1992-1995 წწ. –  სვეტიცხოვლის წინამძღვარი
7.04.1995 წ. – ეპისკოპოსად კურთხევა
2000 წ. – შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი
მისამართი: საქართველო 3500, ოზურგეთი. 9 აპრილის ქ. 18. საკათედრო ტაძარი. მობ. [995] 995 576472, 531966, 157767.

შემოქმედის ეპარქია  დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირა პროვინცი გურიაში მდებარეობს. ეპარქია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან – ფოთისა და ხობის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ჭყონდიდის ხონისა და სამტრედიის, სამხრეთიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიები. დასავლეთის საზღვარი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

გურია ოდითგანვე საქართველოს განუყოფელ კუთხედ და ბიბლიური ნოეს ძის, იაფეტის შთამომავლის  - ქართლოსის სამკვიდრო მამულად ითვლება.

ქრისტიანობის გავრცელება საქართველოს  ზღვისპირა მხარეში და ფაზისის “იბერებში” მოციქულების – ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სვიმონ კანანელის მოღვაწეობას უკავშირდება. IV ს-ში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, გურიაც გაქრისტიანდა, თუმცა ქრისტიანობის ადრეული ხანის საღვთისმსახურო კერები ამ კუთხეში არ არის შემორჩენილი. გურია ცალკე პროვინციად მოიხსენიება VII ს-დან, ხოლო მმართველ ერისთავად – “გურიელი” XI-XII საუკუნეებიდან იხსენიება.

შემოქმედელი მიტროპოლიტი (მთავარეპისკოპოსი) გურიის სამთავროში უმაღლესი სასულიერო ხელისუფალი იყო. რიგითი ეპისკოპოსისაგან განსხვავებით, მას შეეძლო მოეწვია საეკლესიო კრება, მის დაქვემდებარებაში მყოფ ეპ