მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
11 დეკემბერი 2017  12:11 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
სადღეგრძელო, ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document
ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია

მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე)

დაბ. - 11.04.1967, სიღნაღი;
1984 - თელავის მე-4 საშ. სკოლა;
1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;
1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;
1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;
1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;
1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;
1996 წლის 26 ოქტომბერი - არიქმანდრიტი;
1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1998 წ. - ახალციხის ეპისკოპოსი;
2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკპოსი;
2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე;
2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემიანარიის რექტორი;
2005 წლის 1 თებერვლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

 ახალციხის, ტაო-კლაერჯთისა და ლაზეთის ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების ტერიტორიას. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია ნომინალურად აერთიანებს უძველეს ქართულ პროვინციებს - ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმაა მოქცეული. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, დასავლეთიდან ბათუმისა და სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანისა და ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არგვეთისა და უბისის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვარი გადის თურქეთთან.

საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ  ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს.

XX ს-ის 20-იანი წლებიდან, გასაგებ მიზეზთა გამო, მთელი 70 წლის მანძილზე ქრისტიანული საეკლესიო ცხოვრება მეტად მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გაიზარდა მღვდელმთავართა რიცხვი. ამ პერიოდს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა, რომელიც იმჟამად ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ თითქმის მთელ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა.

1978 წელს, ახლად აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე დაინიშნა, შემდეგ ეპარქიას მწყსიდა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაიყო და მისგან ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ორი ეპარქია. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე).

ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ  ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12538764 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ