მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
ჩემი ვედრება
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document
ხონისა და სამტრედიის ეპარქია

მთავარეპისკოპოსი საბა (ზაზა გიგიბერია)
დაბ. - 1966 წ. 28 სექტემბერი. სენაკი;
1991 წ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1990-1992 - ახალციხის სასულიერო სემინარია;
1991 წლის 14 ივნისი - ბერად აღკვეცა;
1992 წლის 12 იანვარი - დიაკვნად კურთხევა;
1992 წლის 4 ოქტომბერი - მღვდლად კურთხევა;
1994 წლის 25 ივნისი - იღუმენი;
1994 წლის 26 ოქტომბერი - არქიმანდრიტი;
1996 წლის 3 ნოემბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკოპოსი ხონისა;
1997-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური განყოფილების თავმჯდომარე;
2004 წლის მაისიდან - საქართველოს საპატრიარქოს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ხონისა და სამტერდიის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ისტორიული იმერეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში, ვაკე იმერეთში მდებარეობს. იგი ხონს, სამტრედიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, მდინარეების რიონსა და ცხენისწყალს შორის მდებარე სივრცეს მოიცავს. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქუთაის-გაენათისა და ვანი-ბაღდათის, დასავლეთიდან ჭყონდიდის, ჩრდილოეთიდან ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან შემოქმედის ეპარქიები.

ტრადიციულად კოლხეთის ცენტრალური ნაწილი, ისტორიული ვაკე იმერეთი, დასავლეთ საქართველოში ქვეყნის სიძლიერისა და სახელმწიფოებრიობის მტკიცე დასაყრდენი იყო. ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დასავლეთ საქართველოში აღსრულებულა, ამ კუთხის ისტორიასაც უკავშირდება.

იმერეთის ცენტრალური საერისთავოსა და სამეფოს ერთ-ერთი სადროშოს შესაფერისი საეკლესიო აღიარებაც სჭირდებოდა. ხონის ეპარქიის ჩამოყალიბება XVI ს-ში იმერეთის რეფორმატორ მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565) უკავშირდება. ხონის ახლადჩამოყალიბებული ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი მანოელ ჩხეტიძე იყო, რომელიც 1529 წ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა მაქსიმე აბაშიძემ აკურთხა მღვდელმთავრად. სამეფო დომენში შემავალი ხონის ეპარქია თავიდანვე სამეფო ოჯახის განსაკუთრებული მზრუვნელ