მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
დამსეტყვე, ცაო
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)
დაბ. - 16.02.1961, მცხეთა;
1979-1982 - მცხეთის სასულიერო სემინარია;
1982-1986 - მოსკოვის სასულიერო აკადემია;
თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
28.07.1985 - დიაკონი;
12.01.1986 - მღვდლად კურთხევა;
1987-1988 - ალავერდის მონასტერში;
1988-1989 - ანჩისხატის ეკლესიაში;
13.05.1989 - დეკანოზი, ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი;
14.10.1991 - ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი;
14.09.1993 - წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიის რექტორი. ბათუმი;
25.10.1996 - ბერად აღკვეცა;
26.10.1996 - არქიმანდრიტი;
08.11.1996 - ეპისკოპოსი;
2003 - მთავარეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთისა.
03.06. 2007 - მიტროპოლიტი ბათუმისა და ქობულეთისა

ბათუმისა და სხალთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისტორიული აჭარისა და სხალთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. ეპარქიის საზღვარი სამხრეთის მხრიდან ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, ჩრდილოეთიდან კი - შემოქმედის ეპარქიები, ისტორიული არსიანისა და მესხეთის ქედები, მდინარეების - ნატანებისა და კინტიშის წყალგამყოფები, დასავლეთიდან სამღვდელმთავრო ტერიტორიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო.

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა.

საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გარვრცელებას აჭარის მხრიდან, დიდ აჭარიდან მიიჩნევს. სხალთაში პირველი ქრისტიანული თემისთვის ეკლესიის დაფუძნებისა და საეკლესიო წესწყობილების ჩამოყალიბების შემდეგ, წმიდა მოციქული ანდრია სოსანგეთსა (აწყური) და საქართველოს შავიზღვისპირა ტერიტორიებზე აარსებს ეკლ