მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


აკაკი წერეთელი
განთიადი
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





Untitled Document
ბოდბის ეპარქია

მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე)

დაბ. - 01.05.1963, ლანჩხუთი
1989 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
18.12.1995 - ბერად აღკვეცა
19.01.1996 - დიაკონი
06.05.1996 - მღვდლად კურთხევა
17.05.1997 - იღუმენი
14.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
1998-1999 - ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი
1999 - ბოდბელი ეპისკოპოსი

 ბოდბის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქიზიყის, ძველ კამბეჩოვანის მხარეში მდებარეობს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები - სიღნაღი, დედოფლისწყარო და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ბოდბის ეპარქიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნეკრესის, დასავლეთიდან გურჯაანისა და საგარეჯოს ეპარქიები, სამხრეთის და აღმოსავლეთის საზღვრები საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-დაღესტნის საზღვრებს ემთხვევა.

ქართული საისტორიო ტრადიცია ბოდბის ეპარქიია დაფუძნებას V ს-ით ათარიღებს. VI ს-ის დასაწყისში, 506 წ. ბოდბელი მღვდელმთავარი ლაზარე აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებთან ერთად დვინის საეკლესიო კრებას ესწრებოდა. ადრიდანვე საქართველოს სამეფო კარზე, შემდეგ კახეთის დამოუკიდებელ სამთავროსა და სამეფოში ბოდბელი მღვდელმთავრის დაწინაურებულ მდგომარეობას ამ მხარეში ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა და აღსასრული განაპირობებდა.

ეპარქიის ტერიტორიას ადრიდან კამბეჩოვანი ერქვა „კანბეჩთა სიმრავლისათვის“, შემდეგ კი ქიზიყი უწოდებიათ - მათი „უსაქციელობისათვის“ - „მქის იყო“, გვაუწყებს ვახუშტი აქაური ხალხის ხასიათს. კამბეჩოვანი, კამბეჩანის მხარე მდინარე ალაზნის ქვემო წელსა და მტკვარს შორის ტერიტორიას მოიცავდა.

V-VI სს. მიჯნაზე ამ მხარეში ორი ეპარქია - ხორნაბუჯი და ბოდბე - იხსნიება. ქალაქი ხორნაბუჯი კამბეჩოვანის ადმინისტრაციულ ცენტრად ითვლებოდა. ადრიდანვე ორი ეპარქიის ერთ კუთხეში არსებობა ქვეყნისთვის საზღვრისპირა რეგიონის დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. ახლომდებარე სამღვდელმთავრო კათედრათა ბუნებრივ საზღვრად