მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ალექსანდრე ჭავჭავაძე
ისმინეთ, მსმენნო
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





Untitled Document

 

“შენ, ფიცის გამტეხს, როდი გეძლევა ჩემი მხილების უფლება”

ერთმა ბერმა მოგვითხრო ამბავი, რომელიც მას აბბა თეოდორე ელიოტელისგან მოესმინა:
_ ელეონის მთაზე ერთი დიდი მოღვაწე მამა ცხოვრობდა. ეშმაკი მას ძლიერად ებრძოდა სიძვის აზრებით. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს მოთმინებიდან გამოსულმა ბერმა შესძახა:
_ როდისღა დამანებებ თავს ბოლოს და ბოლოს?! სიბერეში მაინც მომასვენე!
მაშინ ეშმაკი მას ხილული სახით გამოეცხადა და უთხრა:
_ თუ დაიფიცებ, რომ არავის გაუმხელ, რასაც ახლა გეტყვი, დაგანებებ თავს.
_ ვფიცავ ზეცათა მეუფეს, არავის გავუმხელ! _ მიუგო ბერმა.
_ თავი დაანებე ამ ხატის თაყვანისცემას და მეც თავს დაგანებებ, _ თქვა ეშმაკმა და ღვთაებრივ ყრმასთან ერთად გამოსახულ ღვთისმშობლის ხატზე მიუთითა.
_ კარგი, მომეცი დრო მოსაფიქრებლად, _ უპასუხა ბერმა.
მეორე დღეს მან ეს ყველაფერი აბბა თეოდორე ელიოტელს უამბო, რომელიც იმ დროს ფარანის ლავრაში ცხოვრობდა.
_ ჭეშმარიტად მოუკიცხ