მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ალექსანდრე ჭავჭავაძე
დიდმარხვაში
"ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" -





Untitled Document

ბათუმის წმიდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი

 

სახელწოდება _ ბათუმის წმიდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი

დამფუძნებელი _ სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II) წარმომადგენელი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

იურიდიული მისამართია: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ფერია.

საქმიანობის მიზნები და საგანი:
_ ფონდის მიზანია: დახმარება აღმოუჩინოს მცირეწლოვანი (დაბადების პირველი დღიდან) და მოზარდი თაობის იმ ნაწილს, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობელთა მზრუნველობას, მარტოხელა დედათა შვილებს, და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახთა შვილებს.

_ ფონდი ეწევა სააღმზრდელო და ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.

_ წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ფონდს გააჩნია ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, წარმოადგინოს და დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სახელმწიფო და საზოგადოებრივი მართვის ორგანოებში; დააფუძნოს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, იმოქმედოს როგორც მოსარჩელემ და მოპასუხემ სასამართლოში.

_ მიზნის მისაღწევად ფონდს გააჩნია: საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება „ბათუმის წმიდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი“, რომელიც:
ა) ქმნის საყოფაცხოვრებო, სულიერ და ზნეობრივ_ფსიქოლოგიურ პირობებს;
ბ) ქმნის საშუალო ზოგადი განათლების მისაღებად სათანადო პირობებს;
გ) ახდენს პატრიოტიზმის, პატიოსნების სათნოების, სიკეთის პასუხისმგებლობის, სხვა სულიერი თვისებების შთაგონებას;
დ) უზრუნველყოფს აღსაზრდელთა ესთეტიკურ და ფიზიკურ აღზრდას;
ე) აყალიბებს საქართველოს სახელმწიფოსათვის თავდადების, მისდამი ერთგულების, სამართლიანობისა და კანონთა დაცვის მოთხოვნილებებს;
ვ) ნერგავს წარსულის პატივისცემისა და მომავლის იმედს;
ზ) განცხადებული მიზნებისა და ღონისძიებების თანმიმდევრული და სისტემური განხორციელებისათვის გიმნაზია_პანსიონს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინი