მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:32 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
გუთნის დედა
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document

 

არაჩვეულებრივი გამოცხადება


ერთ ტაძარში ამგვარი ისტორია მოხდა: გარდაიცვალა ტაძრის წინამძღვარი. მალევე მღვდელმთავარმა ამ ეკლესიაში სხვა მღვდელი განაწესა. პირველი წირვის დაწყებისას, როდესაც მოძღვარმა ამბიონზე ე.წ. შემთხვევის ლოცვები წაიკითხა და საკურთხეველში შევიდა, მის წინ უცნაური სანახაობა გადაიშალა. საკურთხევლის ერთ კუთხეში სრულ სამღვდელო შესამოსელში ხელებზე და ფეხებზე ბორკილდადებული იდგა სასულიერო პირი, რომელიც არაფერს ამბობდა. მოძღვარი არ შეშინდა და წირვა განაგრძო, თან პერიოდულად გადახედავდა ხოლმე საკურთხეველში მყოფ `სტუმარს~. ასე განმეორდა მეორე წირვაზეც.

მართალია, ბორკილდადებული სტუმარი არაფერს ამბობდა, მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე წირვაზე მძიმედ ასწევდა ხელს და რაღაცაზე მიუთითებდა მწირველ მღვდელს საკურთხევლის ერთ კუთხეში. თავიდან მოძღვარმა ამას ყურადღება არ მიაქცია იმიტომ, რომ საკურთხევლის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ვერაფერი შეამჩნია, მაგრამ რადგანაც მითითება გრძელდებოდა მან დაათვალიერა ერთი ძველი ტომარა, რომელიც იქვე იატაკზე იდო. ამ ტომარაში ცოცხლებისა და გარდაცვლილების მოსახსენებლები ეწყო. ძეციდან მოვლენილმა აზრმა მღველს გონება გაუნათა. მან ამ მოსახსენიებლების კითხვა დაიწყო წირვის დროს და მალევე მიხვდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მოსახსენებლების წაკითხვას. მოსახსენებლების წაკითხვისთანავე მძიმე ბორკილები, რომლითაც შეკრული იყო იმქვეყნიური ტუსაღი, წამში ხმაურით დაენარცხა იატაკზე. თვითონ კი გათავისუფლებული მივიდა მწირველ მღვდელთან და ისე, რომ სიტყვა არ უთქვამს, მის წინაშე დაიჩოქა და შუბლი დაადო იატაკს. იმ წამსვე გაქრა ისიც და ბორკილებიც. ამის შემდეგ მსგავსი ჩვენება აღარ განმეორებულა. აზრები უფლის სიყვარულს დაუკავშირეთ.

უფალი მუდამ გახსოვდეთ და მას ესაუბრეთ თქვენს მწუხარებებსა და საფიქრალზე.აღსარების შემდეგ ცოდვის წყლული იხურება და მხოლოდ ნაიარევი რჩება. ასე იმიტომაა, რომ გვახსოვდეს, ვწუხდეთ ამის გამო და ვლოცულობდეთ. მეორედ მოსვლის დროს კი ცოდვის იარებიც გაქრება.

ხშირად ეზიარეთ. ერთხელ მკითხეს: "რა სიხშირით უნდა ვეზიაროთო?~ მე მათ ასე მივუგე: "რატომ არ მეკითხებით, როდის ჭამოთ? როცა გშიათ, ხომ იღებთ საზრდოს? მაშასადამე, როცა სულს სწყურია, ეზიარეთ. ჩემი აზრით, კარგი იქნება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ეზიაროთ, მაგრამ თუკი სინანულის ცრემლები არ გაქვთ, სჯობს არ ეზიაროთ.~

რას გრძნობთ, როცა ეზიარებით? ჩვეულებრივ, თავიდან შიში და ძრწოლა უნდა გეუფლებოდეთ; შემდეგ კი ისეთ სიხარულს შეიგრძნობთ, რომ მთელი დღის განმავლობაში არავისთან საუბარი არ მოგინდებათ. ზიარების მიღებისთვის მოემზადეთ; ებრძოლეთ თქვენს ვნებებს. თუ კვირაში მხოლოდ ერთ დღეს იმუშავებთ, ნუთუ ამისთვის მთელი კვირის საფასურს გადაგიხდიან? ამიტომ ზიარებისთვის მზადება მთელი კვირის განმავლობაში გვმართებს. აკეთეთ სიკეთე. მაგალითად, გაიღეთ მოწყალება. მოწყალება დიდი საქმეა, იგი მრავალ ცოდვას აღხოცავს. ღოდესაც მოწყალებას გასცემთ, ნუ განიკითხავთ გაჭირვებულ ადამიანს, ნუ ეცდებით მის შეფასებას _ ცუდია იგი თუ კარგი; ეს ჩვენი გასარჩევი არ არის.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120144 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ