მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
14 დეკემბერი 2018  10:18 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
რამ შემქმნა ადამიანად?
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

 

რატომ აკურთხეს გუთების ეპისკოპოსი მცხეთაში

თუ როგორი დიდი ავტორიტეტით და შესაშური პატივისცემით სარგებლობდა საქართველოს ეკლესია, რელიგიური ქიშპითა და განხეთქილებებით აღსავსე შუა საუკუნეებში, ამას ყველაზე უკეთ ადასტურებს ის ღირსშესანიშნავი ფაქტი, რომ გუთების ვაკანტურ საეპისკოპოსო კათედრაზე არჩეული პანთენითის მკვიდრი იოანე ჩავიდა კონსტანტინოპოლში მღვდელმთავრად ხელდასხმისათვის. მაგრამ ეკლესია გამეფებული ხატმებრძოლობის გამო განხეთქილებების ქარიშხლით მოცული იხილა.

ამის გამო მან გადაწყვიტა ეპისკოპოსად კურთხევა მიეღო საქართველოს ეკლესიისგან. მართლაც იგი გამოემგზავრა საქართველოში, სადაც (766 წლის 27 ივნისს) მოხდა მისი ქიროტონია, ქართლის კათალიკოს იოანეს ხელით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. საეკლესიო-იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, რომ გუთელმა ეპისკოპოსმა იოანემ აღიარა თავისი თავი და თავისი ეპარქია მცხეთის კათოლიკოსის გარკვეულ დაქვემდებარებაში. მცხეთის კათოლიკოსის სახელს იგი ბუნებრივია იხსენიებდა ლიტურღიაზე... იოანე გუთელი, რომლის ხელდასხმა მცხეთაში მოხდა, ითვლება მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის ერთ-ერთ ინიციატორად. ეს შესანიშნავი
მოღვაწე აღსრულების შემდეგ (დაახ. 785 წ.) წმიდანთა დასში შეირაცხა.

წმინდა მღვდელმოწამე კირიონი (საძაგლიშვილი).

"ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში".

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 15019750 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ