მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
11 დეკემბერი 2017  12:30 ქართული შრიფტი


ბესარიონ გაბაშვილი
ასპინძის ომზედ
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document


ღირსი მამა  იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი – სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე (+1927)

 

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფილოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მინასტერში.
ღირსმა იოანემ გამუდმებული სულიერი მოღვაწეობით, განუწყვეტელი ლოცვით და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისაგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო. როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქათლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა იოანე შავთელი. აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის Mმშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო.  ევლოგი სალოსმა ღირს იოანეს გაუმხილა საიდუმლო. ღვთის შეწევნით,. ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესათვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას და დაიმალა.

წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობელად დაწერა “გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი”. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა “აბდულ-მესიანი” (ქრისტეს, მესიის მონა). ღირსი იაონე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდათა დასში.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12538896 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ