მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
23 სექტემბერი 2018  02:23 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document



"ვლავ იულიანე მესვეტის შესახებ "


აი, რა კიდევ მოგვითხრო ბერმა აბბა სტეფანემ:

_ იმ მხარეში, სადაც იულიანე მესვეტე ცხოვრობდა, გამოჩნდა ერთი ლომი, რომელმაც მრავალი ადამიანი დაგლიჯა _ იმ ქვეყნის მკვიდრი თუ უცხოელი. ერთ დღეს იულიანემ თავის მოწაფეს უთხრა:

_ წადი, შვილო, და აქედან დასავლეთისკენ ორი მილი გაიარე. იქ დაინახავ ლომს, მიდი და უთხარი: `გლახაკი იულიანე იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებს, აქაურობას გაშორდე!"

ძმა წავიდა, იპოვა ლომი და ბერის სიტყვები გადასცა. ლომმა მაშინვე მიატოვა იქაურობა და სადღაც გადაიკარგა.

 

 

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14681008 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ