მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 ივლისი 2018  02:11 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ის კი არ არის ბიჭობა
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document



“ძმაო, იზრუნე საკუთარ სულზე”

 

თებაიდაში რომ ვიყავით, ერთმა ბერმა გვიამბო:

_ ქალაქ ანტინოეს მახლობლად ერთი დიდი მამა ცხოვრობდა. იგი სამოცდაათი წელიწადი თავის სენაკში იყო დაყუდებული. ჰყავდა ათი მოწაფე, მათგან ერთ-ერთი ძალიან ზარმაცი და დაუდევარი იყო. ბერი ხშირად არიგებდა მას და ეუბნებოდა:
_ ძმაო, იზრუნე საკუთარ სულზე, სიკვდილი არ დააყოვნებს, სიკვდილს კი სასჯელიც მოჰყვება.

მაგრამ ძმა არასოდეს უჯერებდა ბერს, გულთან ახლოსაც კი არ მიჰქონდა მისი სიტყვები. ცოტა ხნის შემდეგ ეს ძმა გარდაიცვალა. ბერი ძალიან განიცდიდა მის სიკვდილს, რაკი იცოდა, რომ მან დაუდევრად და უზრუნველად გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ერთ დღეს იგი შეევედრა ღმერთს:

_ უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტებისაო, გამომიცხადე, სად წავიდა გარდაცვლილი ძმის სული!

უცბად ბერი განკვირვებამ შეიპყრო და დაინახა ცეცხლის მდინარე, რომელშიც უამრავი სული იყო ჩაყრილი, მათ შორის კი ახლადგარდაცვლილი ძმისაც. მას ცეცხლი ყელამდე სწვდებოდა, ბერმა შესძახა:

_ განა ამისთვის არ გევედრებოდი, შვილო, გეზრუნა საკუთარ სულზე?

_ ვმადლობ ღმერთს, მამაო, _ უპასუხა ძმამ, _ რომ შენი ლოცვით თავი მაინც მაქვს ცეცხლის გარეთ. ფეხები კი ეპისკოპოსის თავზე მიდგას.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 14408992 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ