მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  10:24 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
მუდარა
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document

 

კომედიანტი გაიანე

ფინიკიაში ერთი კომედიანტი ცხოვრობდა, სახელად გაიანე. იგი თეატრის სცენაზე გამოდიოდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს განასახიერებდა და აბუჩად იგდებდა. ერთ დღეს ღვთისმშობელი მას ძილში გამოეცხადა და უთხრა:

_ რა დაგიშავე? რისთვის მლანძღავ, რისთვის დამცინი?

მაგრამ კომედიანტმა არაფრად ჩააგდო ეს გამოცხადება და კვლავ ჩვეულებრივად გააგრძელა თავისი საქმე. ღვთისმშობელი მეორედაც და მესამედაც გამოეცხადა და სცადა, გონს მოეყვანა იგი. მაგრამ ეს გამოცხადებებიც უშედეგო აღმოჩნდა. და აი, ერთ დღეს, შუადღის ძილში, ყოვლადწმიდა ქალწული უხმოდ გამოეცხადა კომედიანტს, მის ხელებსა და ფეხებზე თითით ხაზი გაავლო და წავიდა. როდესაც კომედიანტი გამოფხიზლდა, იგრძნო, რომ ხელ-ფეხი წართმეული ჰქონდა და ხესავით უმოძრაოდ იდო ლოგინზე. ყველას უყვებოდა საბრალო თავის გასაჭირს, ყველას წინაშე აღიარებდა, რომ ეს სასჯელი მან დამსახურებლად მიიღო; რომ მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ ღვთისმშობელმა თავისი კაცთმოყვარეობით დაიფარა იგი.

 

 

 

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12138253 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ