მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:59 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
დიდმარხვაში
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





Untitled Document


ყრმათათვის წესის აგება და დაკრძალვა

"მონათვლის შემდეგ გარდაცვლილ მცირეწლოვანთათვის სრულდება განსაკუთრებული წესი; ამ წესში არ შედის ლოცვა ცოდვათა მიტევების თხოვნით, რადგან ისინი უცოდველნი არიან. აქ არის მხოლოდ ვედრება ყრმის სულის სასუფეველში დამკვიდრებისათვის. თუმცა მცირეწლოვანს რაიმე განსაკუთრებული ქრისტიანული ღვაწლი, თავგანწირვა არ ჩაუდენია. მაგრამ ნათლისღების მეშვეობით, განწმენდილი სასუფევლის უმანკო მკვიდრად იქცა.
ყრმათათვის წესის აგება ძირითადად მიზნად ისახავს მწუხარე მშობელთა დამშვიდებას. საგალობლებში გამოსჭვივის რწმენა, რომ ნეტარი გარდაცვლილნი უფალთან წარდგენის შემდეგ ილოცებენ თავიანთი ახლობლებისთვის, სააქაოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ასეთი წესი სრულდება შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
მოუნათლავი ბავშვებისათვის წესის აგება არ შეიძლება, რადგან ისინი განწმენდილი არ არიან პირველქმნილი ცოდვისაგან.


ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570324 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ