მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 დეკემბერი 2017  11:50 ქართული შრიფტი


ლევან ვასაძე
შეხვედრა კონსტანტინეპოლთან
და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა -
/სულიერი მდელო/






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში


მე-10 საუკუნის 60-იანი წლებიდან - მე-11 საუკუნის დასაწყისამდე, დავით დიდი კურაპალატის (961/966 -1001 წწ.) ხანა

მე-10 საუკუნის 60-იანი წლებიდან - ვიდრე მე-11 საუკუნის დასაწყისამდე ქართველთა სამეფოს (ქართლ-მესხეთის სახელმწიფოს) ფაქტიური ხელმძღვანელია გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე დავით დიდი კურაპალატი, მოურავი ქართველთა სამეფოსი.
დავით კურაპალატს ორგზის შემოუერთებია ბიზანტიიდან ტერიტორიები,"
ზემონი ქუეყანანი".

ჯერ კიდევ დავითის სახელმწიფო მოღვაწეობის დასაწყისში, ბიზანტიის კეისრის ნიკიფორე ფოკას (953-969) დროს, ქართველთა სამეფოს შემოუერთებია "ზემო ქუეყანათა" ერთი ნაწილი, - რიზეს მხარე (საკუთრივ ლაზია, ზღვისპირა კლარჯეთი). ბიზანტია, ჩანს, იძულებული გამხდარა ანგარიში გაეწია საქართველოს პოლიტიკური მოთხოვნისათვის და წასულა დათმობაზე იმის გამო, რათა უზრუნველეყო ქართველთა სამეფოს და ბიზანტიის პოლიტიკური კავშირი. ქართველთა სამეფოს ამ დროს არამხოლოდ პოლიტიკურად შემოუერთებია რიზეს მხარე, არამედ ეკლესიურადაც რიზეს მხარე შორდება კონსტანტინეპოლს და საქართველოს ეკლესიას, ქართლის საკათალიკოზოს შემადგენლობაში შედის (ნოტიციააში 7), რომელიც კონსტანტინე პორფიროგენეტის ხანას, მე-10 საუკუნის პირველ ნახევარს ეკუთვნის, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში ნაჩვენებია სოტიროპოლის და რიზეს ეპარქიები; ხოლო ნოტიციაში - 8, რომელიც იოანე ციმისხის დროს, 969-970 წლებს წლებს ეკუთვნის, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ფარგლებში აღიშნულია მხოლოდ სოტიროპოლის ეპარქია, ხოლო რიზეს ეპარქია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში უკვე აღნიშნული არაა. იხ. ზემოთ, საეკლესიო ოლქების ნუსხა, გვ.: 238-239).

აღსანიშნავია ამასთან, რომ რიზეს მხარის პოლიტიკურად და ეკლესიურად საქართველოსთან გაერთიანების შემდეგ, ბერძნული ენის ხმარება ეკლესიაში და საქმის წარმოებაში შეუცვლია ქართულს. დამახასიათებელია ამ მხრივ კორიდეთის სახარების მინაწერები:  მე-10 საუკუნის პირველ ორ მესამედში, როდესაც რიზეს მხარე (მურღულის ხეობით, სადაც მდებარეობს კორიდეთი) - ბიზანტიას ეჭირა, წარწერები კორიდეთის სახარებისა შესრულებულია ბერძნულით (იხ. ბერძნული წარეწერები - 1, V,VIII. ამათგან  V თადარითებულია 965 წლით) ხოლო წარწერები, რომლებიც ეკუთვნიან მომდევნო პერიოდს მე-10 საუკუნის ბოლო მესამედს, დავით კურაპარალატის (961/966-1001) ხანას, შესრულებულია ქართულით (წარწერა II პიტირიონისა, ოთხთავის განახლების შესახებ, და წარწერა XXII - გიორგი ხუცის ძისა და სტეფანე დოლისყანისა.   

უფრო გვიან 978 წელს, ქართველთა სამეფომ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია კონსტანტინეპოლს, რისთვისაც ბიზანტიამ ქართველთა სამეფოს დაუთმო აღმოსავლეთში მდებარეობა ახალი ქვეყნები - "ზემონი ქუეყანანი" არაქსისა და ევფრატის ხეობებში (იხ. ზემოთ, გვ. 67). ამ დროსვე, ჩანს, გაფართოებულა ქართველთა სამეფოს ტერიტორია შავი ზღვის სანაპიროზე და საზღვარს ტრაპიზონამდე მიუღწევია. ეს ჩანს იმის მიხედვით, რომ მომდევნო პერიოდში, სე-11 საუკუნეში, როდესაც ატყდა ომი ბიზანტიასა და საქართველოს შორის "ზემო ქუეყანათა" გამო, ბრძოლა წარმოებს ტრაპიზონის ზონაში.

 

პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12597892 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ