მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:10 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
ჩანგური
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში


1001-1023 წლები

1001 წელს, როდესაც გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ბიზანტიის კეისარმა ბასილი II როგორც ცნობილია, დაიჭირა სამხრეთი ტაო და `ზემონი ქუეყანანი~, რომელიც ბქიზანტიამ დაუთმო საქართველოს X საუკუნეში.

ეს გახდა მიზეზი დიდი ომისა, რომელიც შემდეგ გაიმართა ბიზანტიის იმპერიასა და საქართველოს შორის.

საქართველოს მეფემ გიორგი I-მა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ბიზანტია ჩაბმული იყო ბულგარეთთან ომში, დაიჭირა ბიზანტიელთაგან მიტაცებული სამხრეთი ტაო და `ზემონი ქუეყანანი~ და განდევნა ბიზანტიის გარნიზონები.

როდესაც ბიზანტიის კეისარმა ბასილი II ძლევამოსილად დაამთავრა ომი ბულგარეთთან, მან მოსთხოვა საქართველოს მთავრობას დაეცალა ეს უკან დაბრუნებული საქართველოს ტერიტორიები, რაზედაც საქართველოს მთავრობამ უარით უპასუხა.

1021 წელს ბიზანტიამ დაიწყო ომი საქართველოსთან, რომელიც სამ წელს 1021-1023 წლები გაგრძელდა.

ბრძოლა 1021 წელს დაიწყო ბასიანში. ფრონტი გასდევდა ბასიანიდან ტრაპიზონამდე. 1021-1022 წლების ზამთარში ბასილი კეისარს ბანაკი აქვს, როგორც აღნიშნულია ქართულ მატიანეებში, - "ქუეყანასა ხალდიისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა".

ბრძოლების შესახებ ტრაპიზონის ზონაში ბერძნულ წყაროებში უფრო დაწვრილებითი ცნობები ყოფილა დაცული, ვიდრე ქართულ მატიანეებში. პროფ. ალ. ხახანაშვილი  ფიშერის გამოკვლევაზე მითითებით (თრაპეზუს ინ XI-XII) აღნიშნავს:  (რუსული). ბიზანტინოლოგს თ. უსპენსკის თავის კაპიტალურ შრომაში (რუსული) ტ.III,1948წ. გვ. 599) აგრეთვე აღნიშნული აქვს (რუსული).

ომი დასრულდა 1023 წელს ბიზანტიის გამარჯვებით. ბიზანტიამ ამ დროს შეიერთა შავი ზღვის სანაპირო - რიზეს მხარე. საზღვარი გატარებულა რიზეს მხარის ციხე-ქალაქ ხუფათის -ხოფის) სექტორში. (თვით ციხე-ქალაქი ხუფათი ბიზანტიის ფარგლებში დარჩენილა).

 

 

პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117101 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ