მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:13 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გაზაფხული
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში


1023-1073 წლები.

მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე, 1023-1078 წლებში, რიზეს მხარე და ტრაპიზონი ბიზანტიას აქვს დაპყრობილი.
1045 წელს საქართველოს მეფემ ბაგრატ IV-მ სცადა დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ დაჭერილი ჭანეთ-ლაზეთის მხარეები. ქართულ მატიანეებში მოთხრობილია, რომ 1045 წელს ბაგრატ IV-ემ "მოიყვანა ქუთათისისა სამოქალაქოსა ლაშქარი, და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი, მოაყენა ხუფათს; დაუდგეს ფილაკავანნი და ბრძოდეს".
მაგრამ იმ შინაგანი განხეთქილების გამო, რაც გამოიწვია ლიპარიტ ორბელიანის განდგომამ (რომელთანაც ერთად მოქმედებდა ბიზანტიელების პოლიტიკური კრეატურა, საქართველოს ტახტის პრეტენდენტი დემეტრე გიორგის ძე,ძმა ბაგრატ IV-ისა), ჩაიშალა დაწყებული ბრძოლა ჭანეთ-ლაზეთის დასაბრუნებლად. ბაგრატ IV იძულებული გამხდარა შეეჩერებინა ბრძოლა ხუფათის ფრონტზე.

1056 წელს საზღვრად საქართველოსა და ბიზანტიას შორის ისევ ციხე-ქალაქი ხუფათი ყოფილა.


პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117127 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ