მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:30 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
თბილისის ღამე
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში


1073-1089 წლები.

მე-11 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, როგორც ცნობილია, დაიწყო თურქების (სელჯუკების) განსაკუთრებული გაძლიერება ანატოლიის სანაპიროზე, რამაც გამოიწვია ბიზანტიელების პოზიციების შესუსტება კავკასიაში. 1073-1074 წლებში საქართველოს მეფის გიორგი II-ის (1073-1089 წწ.) დროს საქართველომ დაიბრუნა ბიზანტიიდან ”მძლავრებისაგან ბერძენთასა წარხუმულნი” - ე.ი. მიტაცებულნი ქვეყანანი. ჯერ კიდევ 1073 წელს გიორგი II დაიპყრა ბიზანტიელთაგან ანაკოფიის ციხე (`თავადი ციხეთა აფხაზეთისათა”), რომელიც ბიზანტიელებს ეჭირათ მე-11 საუკუნის 30-იან წლებიდან, შემდეგ 1073-1074 წლებში, საქართველომ დაიბრუნა სამხრეთი სანაპირო ზონა - დავით კურაპალატის ყოფილი პროვინციები, - რომელიც დაპყრობილი ჰქონდა ბიზანტიას ბასილი კეისრის დროიდან, 1021-1023 წლების ომის შემდეგ. ამავე დროსვე საქართველომ შემოიერთა აგრეთვე მესხეთის საზღვრებზე მდებარე ”კარისა ციხე ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა”.

დავით კურაპალატის დროინდელ სხვა ქართულ პროვინციებთან ერთად, საქართველოს ამ დროსვე შემოუერთებია რიზეს მხარე, საკუთრივ ლაზია ანუ ზღვისპირა კლარჯეთი (`მრავალნი ციხენი კლარჯეთისა).

დაწყებული ამ დროიდან რიზეს მხარე (საკუთრივ ლაზია, ზღვისპირა კლარჯეთი) საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს როგორც მე-11 საუკუნეში, ისე მომდევნო ხანაში, მთელი მე-12 საუკუნის მანძილზე.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ საქართველოსთან პოლიტიკურად გაერთიანების შემდეგ, რიზეს მხარე ეკლესიურადაც ჩამოშორებია კონსტანტინეპოლს და გაერთიანებულა ზოგად ქართულ ეკლესიასთან, (ქართლის საკათალიკოზოსთან).

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ყველა დოკუმენტებში, რომლებიც ეკუთვნიან ხანას მე-11 საუკუნის 80-იანი წლებიდან ვიდრე მე-13 საუკუნის 50-იან წლებამდე, რიზეს საეკლესიო ოლქი აღარ აღინიშნება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში (იხ. ნოტიციები: 9-XI საუკუნის 80-იანი წლებისა; 10, 11, 12, 13 - XII საუკუნისა, 14 - XIII საუკუნის 50-იანი წლებისა).

პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120125 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ