მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ილია ჭავჭავაძე
ელეგია
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში



თამარის ხანა, მეორე პერიოდი (1204-1212 წწ.). ტრაპიზონის სამეფოს დაარსება 1204 წელს

 

საუკუნოვანი მეტოქეობა ბიზანტიასა და საქართველოს შორის ტრაპიზონის მხარის გამო დასრულდა თამარის მეფობის მეორე პერიოდში, 1203-1204 წლებში, როდესაც საქართველომ დაიჭირა ჭანეთის მხარეები მთლიანად და აგრეთვე მისი მეზობელი ქვეყნები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.

თანამედროვე ქართველ ისტორიკოსს ბასილი ეზოსმოძღვარს შემდეგნაირად აქვს ჩამოთვლილი ის ქვეყნები, რომლებიც საქართველომ დაიჭირა ბიზანტიასთან ამ ომის შედეგად 1203-1204 წლებში; ისტორიკოსის სიტყვით, ქართველებმა "წარუღეს" ბიზანტიელებს: "ლაზია, ტრაპიზონი, კერასუნტი, კოტიორა, ლიმანი, სამისონი, სინოპი, ამასტრია, ერაკლეა და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი"

ჩამოთვლილი მხარეებიდან, პირველი ხუთი - საკუთრივ ჭანეთის ტერიტორიას შეიცავს: ლაზია - რიზეს მხარე; ტრაპიზონი - ხალდია; შემდეგი სამი ერთეული - კერასუნი, კოტიორა და ლიმანი არის ოლქები ხალიბია-ტიბარენიისა (კერასუნ-ფარნაკიის მხარისა).

დანარჩენი მხარეები, რომლებიც თერმოდონის დასავლეთით  მდებარეობდნენ - "სამისონი, სინოპი, ამასტრია. ერაკლეა და ყოველი ადგილნი ფებლაღონიისა" - უკვე ბერძნული ქვეყნებია. (კერძოდ, უკანასკნელი მხარე, ერაკლიის ოლქი, სულ ორასიოდე კილომეტრის მანძილზე ახლავს კონსტანტინეპოლს).

ეს ბერძნული ქვეყნები, რომლებიც დაუჭერია ქართველთა ჯარს 1203-1204 წლებში, თავისი მოცულობით არა ნაკლები იყო, ვიდრე საკუთრივ ჭანეთის ტერიტორია.
რაკი ამრიგად ქართველების მიერ 1203-1204 წლებში ომის შედეგად დაჭერილი ტერიტორია შეიცავდა არა მარტო საკუთრივ ჭანეთს, არამედ ბერძნულ ქვეყნებსაც, საქართველოს მთავრობას, იმ პოლიტიკის თანახმად, რომელსაც იგი ამ ეპოქაში ატარებდა ახლად შემოერთებული და განსხვავებული სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ქვეყნების მიმართ,  მიზანშეწონილად დაუნახავს ამ ახალი ტერიტორიების ორგანიზება ცალკე სამეფოს სახით, საქართველოს პოლიტიკური გავლენის, პროტექტორატის ქვეშ (1204 წელს).

ტრაპიზონის ამ ახლად შექმნილი ს