მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


აკაკი წერეთელი
ჩანგური
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document
ლოცვა დღითი-დღე სათქმელი წმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ,
უკეთუ გსურის ხილვა მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა

შეიწყნარე აწ დიდებულო, დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრება ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან, და უფროსღა ჩემისა უძლურებისამან! მე უკვე შენ მიერ ვიცან გზა ჭეშმარიტებისა, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკვდინეთა, რომლისათვის საქმენი ჩემნი, და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყვითნი, მეცნიერებით და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ, და შენ შუამდგომელად ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა მომიგიე! შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანა-მოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღვთისა ჩემისა! შენ უწყი ზესთა სახიერო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოთგან ფრჩხილთა ჩემთათ და დედობრივთა წიაღთათ შენდა შევვარდი, და შენ შეგევედრე, დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა ვუწყი სხვა შესავედრებელი, ანუ მწე, გინა ხელის-აღმპყრობელი, და ღვთისა მიმართ შუამდგომელი. გარნა შენ დედოფალო ჩემო, ყოველთავე საქმეთა ჩემთა შენ მიგითხრობ, და შენ აღხოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი დედოფალო ჩემო ღვთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხო, და არა მაქუს ადგილი სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი დედისა ქრისტეს ღვთისა ჩემისა, შენ ხარ შემწე ჩემი დედოფალო, შენ ხარ მსხნელი ჩემი, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ჩემი ღვთისა მიმართ თავსმდები, შენ მამა ჩემი, შენ ჩემი წინამძღვარი, შენ ჩემი მოგზაური, შენდამი დამიძს ყოველი სასოება ჩემი! შენ იცი უღონოება ჩემი, რამეთუ არავინ მაქვს გარნა შენ, და შენგან შობილი ქრისტე. ამისთვის ნუ მომიძაგებ, და ნუ განმირისხდები მე სახიერო, ნუცა ჰსძლევს სიმრავლე ბოროტთა ჩემთა შენსა სახიერებასა, გაქვს უფსკრული მოწყალებისა, ვითარცა ზესთა მოწყალისა ღვთისა დედასა, მხოლოდ ინებე და მე ვჰსცხოვნდე, ვერავინ წინა აღგიდგების შენ, რამეთუ დედა ხარ, რომელმან ყოველივე შექმნა ღვთისა ჩემისა იესოსი! ვიცი, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი, და არა ვარ ღირს აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, არამედ შენ თუ მოიხილავ ჩემ ზედა, არა ვინ არს დამაყენებელ! შემეწიე მე წმიდაო დედოფალო ჩემო, შემეწიე მე, და ნუ