მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
24 ივნისი 2017  03:14 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
*** ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document

ლოცვა მამათა შვილთა თვისთათვის

უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთა არსთაო, რომელმან მიუწვდომელითა მოწყალებითა შენითა შეჰქმენ კაცი, განსასრულებელად ყოვლისა ქმნილებისა შენისა, და დაადგინე იგი მეუფედ და მცველად და განმგებლად მისა, სახედ მეუფებისა შენისა; და მსგავსებაჲ ესე, სიტყვიერებასა და გონიერებასა და ნების თავისუფლებასა თანა, სიყუარულითაცა განასრულე შვილთა მისთა მიმართ, ბუნებითად დანერგულისა მის შორის; გმადლობ, რამეთუ მეცა, ცოდვილი და უხმარი მონაჲ შენი (სახელი) ღირს მყავ მადლსა შვილიერებისასა და გამოუთქუმელსა სიტკბოებასა მისსა; შეიწირე ვედრებაჲ ესე ჩემი და შეიწყალენ შვილნი ჩემნი (სახელები) და დაიცვენ და დაიფარენ იგინი, ღმერთო, მადლითა შენითა; განანათლენ გულნი და გონებანი მათნი (ან: გული და გონებაჲ მისი) ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა; შეუნდვენ და მიუტევენ და აჴოცენ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი; იჴსნენ იგინი მზაკუვარებისაგან საეშმაკოჲსა, განარინენ ყოვლისაგან ბოროტისა, და ანგელოზნი ნათლისანი დაადგინენ მარჯუენით მათსა, მცველად ცხორებისა მათისა, და მარადის უძღოდე მათ გზათა ჭეშმარიტებისათა, აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა; სიწმიდითა და კეთილითა მოქალაქობითა აღავსე ცხორებაჲ მათი და გარე-შეზღუდენ იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; უვნებელად დაიცვენ განსაცდელთა შინა და გარე-წარაქციენ მათგან ყოველივე აღძრვაჲ ბოროტისაჲ; მოყუარენი და მეგობარნი განუმრავლენ, ხოლო მოძულენი მათნი სირცხვილეულ ჰყვენ; მოჰმადლენ კეთილგონიერებაჲ, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ და სიმდაბლე; განამრავლენ და გარდაჰმატენ სულიერნი და ჴორციელნი ძალნი მათნი, გონებისა სიწმიდე და სიფრთხილე; წარმართენ გულსმოდგინებით სწავლად და საქმედ განწესებულსა მათდა ყოველსა საქმესა; განკურნენ სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და ვიდრე აღსასრულადმდე კეთილად განაგე ყოველივე ცხორებაჲ მათი, გინათუ ქალწულებითი, გინათუ შჯულიერად ქორწინებითი; და დღითა კეთილითა აღვსებულნი ღირს ჰყვენ მიმთხუევად ზეცისაცა კეთილთა შენთა, რაჲთა დაუცხრომელად აღმოსთქუამდენ დიდებასა და მადლობასა შენდა, შემოქმედისა და მწყალობელისა მათისა, მხოლოდშობილისა საყუარელისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და ყოველთა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10104285 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ