მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
29 ივნისი 2017  03:22 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
ჰე, მამულო!
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document

სხვადასხვა ლოცვები

მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ

ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისადმი
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ღირს არსი
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დედის ლოცვა
ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!
გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).
ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო!
იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან.
შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწად. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაილ!
შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოვლისაგან ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსვრელისა და ყოვლისაგან ბოროტისა და სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა. დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ლოცვა ეფრემ ასურისა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (12-გზის მცირე მეტანია).
შემდეგგაიმეორეთავიდანბოლომდე "უფალოდამეუფეო" დამეტანიაცაღასრულე,

ლოცვა საზრდელის მიღების წინ
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალო შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). მუფეო ზეცათაო გვაკურთხენ.

ლოცვა საზრდელის მიღების შემდეგ
გმადლობ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისასა შენსა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ.
ღირს არს ჭეშნმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზეცთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. დიდება, აწდა. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის) მეუფეო ზეცათაო გვაკურთხენ.
(მეუფეოზეცათაოსნაცვლადაღდგომიდანამაღლებამდეიკითხებატროპარი):
'"ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-გზის)
(ღირსარსისნაცვლადაღდგომიდანამაღლებამდეიკითხება): "ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკვდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა".

იესოს ლოცვა
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

ლოცვა ყოველი საქმის დაწყების წინ
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოვლისავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ სახიერო, სულნი ჩვენნი.

ლოცვა ყოველი საქმის დამთავრების შემდეგ
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, აღავსე სახარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.

ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის
გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოზი აწ მოუვლინე მონასა შენსა (სახელი) მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას, ყოვლისაგან ბოროტისა ყოველსა კეთილმითვალულებისა შინა უვნებელად დამცველი, სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მხოლოი კაცთმოყვარეო.
დიდება,
ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი, მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა, მგზავრობისა მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
აწ და.

ლოცვა სნეულთათვის
მეუფეო, ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი ჰსწყლავ და კვალად განჰკურნავ, ძმასა ამას ჩვენსა სნეულსა ზედა მოჰხედე მოწყალებითა შენითა. მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნე მონაი ესე შენი (სახელი) და აღადგინე ესე ცხედრისაგან სნეულებისა მისისა და შეჰრისხენ სულსა ყოვლივე წყლულები და ყოველივე სალმობა, ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალობა, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამის თანა ბრალი, გინა უსჯულოება, მიუტევე, ულხინე შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის.
ჰე, უფალო, შეიწყალე დაბადებული ესე შენი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად წმიდაო, სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის
უფალო, იხსენ ბოროტთაგან და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი, განწმინდე ბიწთაგან სულიერთა და ხორციელთა, წმიდათა ანგელოსთა ლოცვით დამიცევ, განაშორე ყოველგვარ ბოროტებათა, მიჰმადლე დღეგრძელობა, ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათვის.
უფალო, განუხსენ ყოველი შეცოდებანი ჩემნი. სულიერებაში განადიდე. მიჰმადლე სიბრძნე და სიყვარული. მისი ლოცვებით მომმადლე ცოდვათა შენდობაი. უხვად გარდამოუვლინე მდიდარნი წყალობანი შენნი, შეწევნითა შენითა მიჰმადლე წრფელად ცხოვრება, ხილულ და უხილავ მტერთაგან დაიცევ. იხსენ კაცთა ბოროტ უსამართლობათაგან. დაგვიფარე მისი სამწყსო, რომ სინანულით მოვიდეთ განსვენებულ ცხოვრებაში.
ჰოი, უსაზღვროდ წმიდაო, ტკბილო იესო, უზომოდ კეთილო, განწმინდე სიწმინდითა შენითა სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი. განამართლე სიმართლითა შენითა, გულმოწყალებითა შენითა დაიცვენ. ნუ დაგვაკლებ ზეცისა შენისა სასუფეველსა, რათა ერთობით დავიმკვიდროთ ცათა სუფევა, სულიერ შვილებს მისი ლოცვებით მოგვმადლე ცოდვათა შენდობა, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედაო ღვთისაო, შენ ჰხედავ შრომასა და მწუხარებასა მამისა, მოძღვრისა (სახელი) მასწავლელისა ჩემისა, შენ იცი ყველა საიდუმლო მისი ფიქრებისა, შენი ძლიერი ხელი აღუპყარ, ბოროტ ადამიანთაგან დაიცვენ, შეუმსუბუქე ტანჯვა, საფარველსა ქვეშე შენსა დაიფარე. აკურთხე მისი საქმენნი, მისი ლოცვებით მომმადლე მოთმინება, თავდაბლობა, სიმტკიცე, უმანკოება, მორჩილება, მდუმარება და სასოება.ამინ.

ლოცვა ძილსა შინა დაცემისა ერის კაცისა
მრავლად მოწყალეო ყოვლად დიდებულო უბიწოო და შეუგინებელო უფალო, მხოლოო უცოდველო განმწმიდე მე მონაი შენი ყოვლისა შემწიკვლებისაგან ხორცთა და სულისა, და უბიწოთ გამომაჩინე მადლითა ქრისტეს შენისათა. და განმწმიდე მე დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა. რათა განწმედილი საცთურისა ამისგან განთავისუფლებული ღირს ვიქმნა ჟამსა კეთილსა, ჰრჩეულთა შენთა თანა, მისლუად და ზიარებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ყოველი თხოვნის აღსრულების შემდეგ
მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი, უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხებთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწყალეობასა და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.
დიდება,
ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულისმოდგინედ შენდა მომართ მოვილტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა, ღმერთო, ყოვლად მოწყალე.
აწ და.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10139021 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ