მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
მუდარა
"ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" -





Untitled Document


“მაგრამ, მამაო, ორი დღის შემდეგ მე ეს სოფელი  უნდა დავტოვო"

იმავე ფარანის ლავრაში ჩვენ შევხვდით აბბა ავქსანონს. იგი მკაცრი თავშეკავებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ჭამდა ოთხ დღეში ერთხელ, ისიც მხოლოდ სეფისკვერს, _ რომელსაც ოც ლეპტად ყიდულობდა; ხანდახან კი მთელი კვირა არაფერს ჭამდა. სიკვდილის წინ კუჭი დაუავადდა. ჩვენ იგი იერუსალიმში წავიყვანეთ და საპატრიარქოს სასნეულოში დავაწვინეთ. საბას ლავრის იღუმენმა _ აბბა კონონმა ჩვენი იქ ყოფნისას ბერს ნაკურთხი პურით სავსე კალათა და ექვსი დრაჰკანი გამოუგზავნა, თან შემოუთვალა:
_ შემინდე, მამაო, უძლურების გამო ვერ მოვდივარ შენს სანახავად.
ბერმა კალათა და პური დაიტოვა, ფული კი უკან გაუგზავნა იღუმენს და შეუთვალა:
_ თუ ღმერთი სიცოცხლეს გამიგრძელებს, ათი დრაჰკანი მაქვს და ჯერჯერობით მეყოფა, მერე კი, თუ შენი ფული დამჭირდება, შეგატყობინებ. მაგრამ, მამაო, ორი დღის შემდეგ მე ეს სოფელი უნდა დავტოვო.

ასეც მოხდƮ