მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
სამეფოს სიმღერა
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document


”მე ისა ვარ, ვინც სამყაროს შემოქმედს _ იესო ქრისტეს ყვრიმალში სცა”

კუნძულ კვიპროსზე, ფილოქსენის სავანეში ჩვენ შევხვდით ერთ მონაზონს, რომელსაც სახელად ისიდორე ერქვა და წარმოშობით მილეტიდან იყო. შევამჩნიეთ, რომ ეს მონაზონი განუწყვეტლივ ტიროდა და მოთქვამდა, და ვთხოვეთ, ცოტა ხნით მაინც შეეწყვიტა ტირილი, მაგრამ ვერაფერს გავხდით.

_ მე უმძიმესი ცოდვა მაქვს ჩადენილი, _ გვეუბნებოდა იგი, _ ადამიდან დღემდე არავის ჩაუდენია ამხელა ცოდვა...
_ მართალი ხარ, მამაო, _ ვამშვიდებდით ჩვენ, _ ყველა ადამიანი ცოდვილია. ღმერთის გარდა ვინაა უცოდველი?
ის კი განაგრძობდა:

_ არა, ძმანო, დამიჯერეთ, ვერც წმინდა წერილში, ვერც ზეპირ გადმოცემაში ვერსად შეხვდებით ჩემნაირ ცოდვილს ადამიანებს შორის. თუ გგონიათ, რომ ზედმეტს ვიბრალებ საკუთარ თავზე, მაშინ მომისმინეთ და ყველაფერს მოგიყვებით, თქვენ კი ლოცვებში მომიხსენიეთ.

მე ერში ცხოვრებისას ცოლი მყავდა. ორივენი სევეროსის მწვალებლო