მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  11:48 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
პაპიჩემის ლექსებიდან
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document


მიცვალებულის გამოსვენება

ცხედრის სახლიდან გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე მიცვალებულთან კვლავ კითხულობენ ლოცვას "სულის ხორცთან გაყრის შემდეგ". კუბო გამოაქვთ მიცვალებულის სახით წინ წმინდა სამების სადიდებელი გალობით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიცვალებული სიცოცხლეში აღიარებდა სამების ძლევამოსილებას და ახლა გადადის სულთა საუფლოში, სადაც ყოვლადძლიერის სადიდებლად დაუდუმებლად გალობენ.

ცხედარი მოაქვთ მიცვალებულის ნათესავებსა და ახლობლებს. უძველესი დროიდან ქრისტიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მოჰქონდათ ანთებული სანთლები.

წესის მიხედვით ცხედრის ეკლესიაში შესვენებისას ზარები სამგლოვიაროს რეკენ. ეს ხმა ცოცხლებს ახსენებს, რომ ისინი ერთი თანამოძმით ნაკლები დარჩნენ, ეს ხმა მსგავსია მთავარანგელოზის საყვირის ხმისა, რომელიც გახმიანდება სამყაროს უკანასკნელ დღეს დედამიწის ყოველ კუთხეში.
ცხედარს ეკლესიის შუაში ასვენებენ პირისახით აღმოსავლეთისკენ, კუბოსთან დგამენ კანდელებს.



ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11513311 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ