მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:59 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
წმინდა ნინო
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document


მიცვალებულის მომზადება დაკრძალვისთვის

დაკრძალვის წესი მოცემულია სახარებაში, სადაც აღწერილია მაცხოვრის ჩვენის - იესო ქრისტეს დაკრძალვა. მართლმადიდებლური წესი დაკრძალვისათვის ცხედრის მომზადებისა შემონახულია უძველესი დროიდან და გულისხმობს განბანას, შემოსვას და კუბოში ჩასვენებას.

განბანის დროს იკითხება: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!"

უნდა განიბანოს მთელი სხეული თბილი წყლით და საპნით. ტრადიციის მიხედვით, განბანას ასრულებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავი.

მიცვალებულს აცმევენ ახალ, სუფთა სამოსს, ადებენ ჯვარს და დაასვენებენ ამისთვის განკუთვნილ ადგილზე სახით აღმოსავლეთისაკენ. ბაგეები მას მოკუმული უნდა ჰქონდეს, ხელები მკერდზე ჯვრისებურად დაწყობილი (მარჯვენა მარცხენაზე ზევიდან), ხელში უდებენ ჯვარს.

მიცვალებულს თავქვეშ უდებენ ბამბით ან თივით გატენილ ბალიშს (არსებობს ჩვეულება - წინასწარ მოიმზადონ ე.წ. "სასიკვდილო" ბალიში ეკლესიაში ნაკურთხი ტირიფის რტოებითა და არყის ხის ფოთლებით. კურთხევა ხდება ბზობისა და სულთმოფენობის დღესასწაულებზე).

ცხედარს აფარებენ თეთრ, სუფთა ქსოვილს ან სპეციალურ სუდარას იესო ქრისტეს გამოსახულებით ნიშნად იმისა, რომ მიცვალებული, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, აღდგება მკვდრეთით, როგორც აღდგა ჯვარცმული ქრისტე, რომ მიცვალებული იმყოფება ქრისტეს ჯვრის მფარველობის ქვეშ. ასეთი სუდარის შეძენა შეიძლება ეკლესიაში.


კუბოს, ჩვეულებისამებრ, დგამენ ოთახის შუაგულში ხატების წინ. მის გარშემო სანთლებს ანთებენ. თუ არის შესაძლებლობა, დგამენ ოთხ სასანთლეს (კანდელს). თავთან, ფერხთით და ორსაც კუბოს ორივე მხარეს, რაც ჯვარს გამოხატავს და სიმბოლურად მიანიშნებს მიცვალებულის გარდასვლას სულთა საუფლოში.



ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570324 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ