მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
19 ოქტომბერი 2017  10:24 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
თბილისის ღამე
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





Untitled Document


"რამეთუ ეს ის მსხვერპლი და შესაწირავია, რომელიც ღმერთს სათნო-ეყოფა"

 

ერთ-ერთი ეპისკოპოსის შესახებ ყვებოდნენ, რომ მან მიატოვა თავისი საეპისკოპოსო კათედრა და თეოპოლისში ჩავიდა, სადაც ხუროდ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა. აღმოსავლეთის მხარის გამგებელი იმ დროს იყო ეფრემი _ ღვთისმოშიში და მოწყალე კაცი. ის აღადგენდა იმ საზოგადოებრივ ნაგებობებს, რომლებიც მიწისძვრისგან იყო დანგრეული. ერთხელ ეფრემს ძილში ეპისკოპოსი ეჩვენა: იგი იწვა და ეძინა, თავზე კი ზეციდან გადმოშვებული ცეცხლოვანი სვეტი ადგა. ჩვენება არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მრავალჯერ განმეორდა, და იმდენად შთამბეჭდავი და შემაძრწუნებელი იყო, რომ ეფრემს შიშის ზარი დაეცა. `რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი?~ _ ფიქრობდა იგი; მაგრამ ვერაფერს მიმხვდარიყო, რადგან არ იცოდა, რომ ის ხურო, რომელიც მას ძილში ეცხადებოდა, სინამდვილეში ეპისკოპოსი იყო, ან საიდან უნდა სცოდნოდა, როგორ უნდა შეეცნო ეპისკოპოსი იმ ადამიანში, რომელიც მძიმე შრომისაგან სრულიად დაგლახაკებულიყო, ტანზე ძონძები ემოსა, თმები კი მუდმივად აწეწილი და სიცხისგან შეტრუსული ჰქონდა. ბოლოს ეფრემმა იგი თავისთან დაიბარა და ჰკითხა, თუ ვინ იყო, რა ერქვა ან საიდან მოსულიყო.


_ მე ამ ქალაქის ერთი მდაბიოთაგანი ვარ, _ უპასუხა ეპისკოპოსმა, _ თავი რომ ვირჩინო, მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა და ღვთის შეწევნით საკუთარი შრომის ფასად ვშოულობ ლუკმა-პურს.

მაშინ გამგებელმა, ზეგარდმო შთაგონებით აღძრულმა, შესძახა:

_ დამიჯერე, სანამ არ მეტყვი ვინ ხარ, აქედან არ გაგიშვებ!
ეპისკოპოსი მიხვდა, რომ სიმართლეს ვეღარ დაფარავდა და თქვა:

_ კარგი, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ იმ პირობით, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს საიდუმლოს არავის გაანდობ. თუმცა რა მქვია ან რომელი ქალაქიდან ვარ, ამას არ გეტყვი. მე ჩემს მხარეში ეპისკოპოსი ვიყავი, მაგრამ ღვთის გულისთვის მივატოვე საეპისკოპოსო კათედრა და თეოპოლისში ჩამოვედი, რომ სხეული შრომით მოვაუძლურო და საკუთარი შრომითვე მოვიპოვო ყოველდღიური საზრდელი. შენ კი, გამგებელო, ნუ დაიზარებ მოწყალების გაცემას. ამ დღეებში იესუ ქრისტე მოციქულთა საყდარზე დაგსვამს თეოპოლისის ეკლესიაში და თავის სამწყსოს მოგანდობს, რომელიც მან, ჭეშმარიტმა ღმერთმა, საკუთარი სისხლის ფასად გამოისყიდა. და კიდევ გაგიმეორებ: ნუ დაიზარებ მოწყალების გაცემას და ბრძოლას მართალი სარწმუნოებისთვის, რამეთუ ეს ის მსხვერპლი და შესაწირავია, რომელიც ღმერთს სათნო-ეყოფა.

მალე ეფრემი მართლაც ეპისკოპოსად აკურთხეს. იგი მადლობას სწირავდა იესუ ქრისტეს და ამბობდა:

_ რამდენი სარწმუნო და გულითადი მონა ჰყავს ღმერთს დაფარულად ამ ქვეყანაზე, და ამის შესახებ თვით მის გარდა არავინ უწყის.

ეს იყო სამართლიანი მისაგებელი იმისთვის, რაც მან ქრისტეს ეკლესიისა და მისი ჭეშმარიტი მწყემსების წინააღმდეგ მოიმოქმედა

ერთმა ღვთისმოყვარე კაცმა გვიამბო:
_ პატრიარქები ექვთიმე და მაკედონი ქალკედონის კრებაზე მართალი სარწმუნოების აღიარებისთვის იმპერატორმა ანასტასიმ პონტოში გადაასახლა. ამ ამბის შემდეგ იმპერატორს სიზმარში ვიღაც დიდებული, ბრწყინვალედ მოსილი კაცი ეჩვენა: მას ხელში წიგნი ეჭირა, იდგა და კითხულობდა. ხუთი ფურცელი რომ გადაშალა, იმპერატორის სახელი ამოიკითხა და თქვა

_ აი, შენი ბოროტმორწმუნეობისთვის აღვხოცავ თოთხმეტს და თითით გადახაზა ნაწერი.

ორი დღის შემდეგ ზეცა დამაბრმავებელმა ელვამ დასერა და გაისმა საშინელი ქუხილი. შეძრწუნებულ იმპერატორს იქვე, თავის სასახლეშივე აღმოხდა სული. ეს იყო სამართლიანი მისაგებელი იმისთვის, რაც მან ქრისტეს ეკლესიისა და მისი ჭეშმარიტი მწყემსების წინააღმდეგ მოიმოქმედა.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12138255 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ