მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს



(ღმერთო, მაპატიე აპათია...)
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





Untitled Document



ნეტარი იოანე


ფინიკიის ქალაქ ფტოლემაიდას გა¬რეუბანში ერთი დიდი ბერი ცხოვრობდა. მას ჰყავდა მოწაფე, რომელსაც სახელად იოანე ერქვა. ისიც დიდი მოღვაწე იყო, განსაკუთრებით კი მორჩილების ღვაწლით გამოირჩეოდა. ერთხელ ბერმა იგი სამუშაოდ გაგზავნა და თან საგზლად პური გაატანა. მოწაფე წავიდა, შეასრულა სამუშაო და უკან რომ დაბრუნდა, პურიც თან მოიტანა. ბერმა ჰკითხა:

_ რატომ არ შეჭამე პური, შვილო?

_ შემინდე, მამაო, შენ არ გითქვამს, რომ მეჭამა, _ უპასუხა მოწაფემ და მუხლი მოუდრიკა მას.

ბერი გააოცა ამ პასუხმა და აკურთხა, რომ პური ეჭამა.

ბერის გარდაცვალების შემდეგ იოანემ ორმოცი დღე იმარხა. მეორმოცე დღეს მას ზეციდან ხმა ჩამოესმა:

_ ვისაც ხელს შეახებ, ყველანაირი სნეულებისგან განიკურნება.

მეორე დილით, ღვთის განგებით, მასთან ერთი ცოლ-ქმარი მოვიდა. ცოლს მკერდის კიბო ჰქონდა და ქმარმა იოანეს მისი განკურნება სთხოვა. იოანე არ თანხმდებოდა, უღირსად და ცოდვილად მიაჩნდა საკუ&#