მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:53 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სიტყვა ეული
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document


”ნუ, მამაო, ნუ შეურაცხმყოფ მე”

ერთხელ ორი ბერი ქალაქ ეღონიდან კილიკიის ტარსუსში მიდიოდა. გზაში ძალიან ჩამოცხა და ღვთის განგებით ბერები ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ დასასვენებლად. იქ დახვდათ სამი ჭაბუკი: ისინი ეღონში მიდიოდნენ და ერთი მეძავი ქალი მიჰყავდათ თან. ბერები მოშორებით დასხდნენ. ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. ეს რომ დაინახა, მეძავმა თავისი თანამგზავრები მიატოვა და ბერს მიუჯდა გვერდით.
_ უბედურო! _ უთხრა მას ბერმა, _ სირცხვილიც აღარ გაგაჩნია? მოდიხარ და ჩვენს გვერდით ჯდები!
_ ნუ, მამაო, ნუ შეურაცხმყოფ მე, _ ლმობიერად მიუგო ქალმა, _ მართალია, ყოველგვარი სიბილწით და არაწმინდებით ვარ სავსე, მაგრამ ღმერთმა როდი განაგდო მასთან მისული მეძავი დედაკაცი.
_ არ განაგდო, რადგან დედაკაცმა იმ დღიდან თავი ანება ცოდვას, _ უპასუხა ბერმა.
_ და მეც, _ შესძახა ქალმა, _ ღვთის შეწევნით ამიერიდან თავს ვანებებ ცოდვას!

მან მაშინვე მიატოვა ის სამი ჭაბუკიც და მთელი თავისი ქონებაც და ბერებს გაჰყვა. ბერებმა იგი ეღონის მახლობლად მდებარე ტონქიბას დედათა მონასტერში მიიყვანეს. ეს ამბავი თვითონ ყოფილმა მეძავმა ქალმა მიამბო. უკვე მოხუცი იყო, მე რომ ვნახე, და საოცარი კეთილგონივრულობით გამოირჩეოდა. მას სახელად მარიამი ერქვა.

 

 

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570312 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ