მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
24 ივნისი 2017  03:09 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





Untitled Document

 

პარაკლისი სავედრებელი წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა

 

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 4.

წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იგივე ტროპარი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1. სძლის-პირი

ღმერთსა, რომელმან იხსნა პირველ ერი ზღვისაგან და დაანთქა ფარაო წინა-აღმდგომი, მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ-არს.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გვირგვინითა ღუთივ-ბრწყინეალითა განათლებულო ნათლისმცემელო იოანე, გვირგვინი ღუთივ-შვენიერი სათნოებათა მოგვმადლე გევედრებით.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ანგელოსო კაცთა შორის, დიდებულო ცათა შინა, ანგელოსებრივი ცხოვრება მოგვანიჭე, რათა უგალობდეთ მეუფესა ანგელოსთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქრისტეს ნათლის-მცემელო იოანე ქებულო, იესოს მიერ ნაშობთა შორის უპირატესო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე შეწყალებად ქმნილთა თვისთა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ელისაბედის მუცელსა შინა აღივსო სულითა წმიდითა იოანე, და კურთხეულ გიწოდა ღუთის-მშობელო მარიამ, მისთანა გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.

გალობა 3. სძლის-პირი

განამტკიცენ უფალო გონება ჩუენი ნათლითა მით დაუღამებელითა, რათა გიგალობდე შენ ღმერთსა უკუნისამდე.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბრწყინვალეო სულითა, ბეჭედო წინასწარ-მეტყუელთაო იოანე, ბრწყინვალება ლოცვისა შენისა მოგვფინე განათლებად ჩუენდა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სული წმიდა იხილე სახედ ტრედისა, მას ევედრე ნათლის-მცემელო, რათა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი ზეცისა სიონსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულითა განათლებულო, რომელსა გესმა ხმა მამისა, ხმაო სიტყვისა ღუთისაო, ისმინე ხმა ლოცვისა ჩუენისა და შეგვიწყალენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფროსად კურთხეულო დედათა შორის, მარიამ, უმეტეს ნაშობთა შორის დედათასა იოანეს თანა, გევედრებით შეგვიწყალენ უღირსნი ესე მვედრებელნი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.
 

წარდგომა. ხმა 4.

მეოხო და შუამდგომელთ, დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე, რომელი მრავლითა ბრწყინვალებითა ჰსუფევ ზეცათა შინა, წინაშე ყოვლად-წმიდისა სამებისა, მეოხ გვეყავ მისა მიმართ ყოვლად-სანატრელო, რათა მოგვანიჭოს მვედრებელთა შენთა მშვიდობა და მგალობელთა დიდი წყალობა.

გალობა 4. სძლის-პირი

მესმა სმენა შენი და შემეშინა, განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკვირდა და გადიდე ქრისტე.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ლამპარო ყოვლად-ბრწყინვალეო იოანე, ლამპარი სულთა ჩუცნთა განბრწყინვე მიგებებად სიძისა და მეგობრისა შენისა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იქმენ სანთელ ღუთივ-შვენიერად საჩინო მტვირთველო საღმრთოსა ნათლისა, განანათლენ სულნიცა ჩუენნი გევედრებით.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჩინებულო სანთელო ღუთივ-განათლებულო, სანთელ-ექმენ სულსა ჩუნნსა სანატრებელო, და ნათელ გონებასა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ეჰა მარიამ ქალწულო, ელისაბედ რა მოიკითხე, ნათლის-მცემელმან თაყუანის-გცა, აჰა ჩუნნცა თაყუანის-გცემთ შენ.

გალობა 5. სძლის-პირი

აღვიმსთობთ შენდამი ჭეშმარიტისა ცისკრისა, რომელი აღმობრწყინდი მამისა მიერ განათლებისათვის კიდეთა სოფლისათა ბრწყინვალებითა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მთიებო მზისა სიმართლისაო, მოგვფინე შარავანდედი ლოცვისა შენისა იოანე, რათა მზეებრ გამობრწყინდეს სული ჩუენი სასუფეველსა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იოანე დიდებულო ნათლის-მცემელო, რომელმან იორდანესა შინა ნათელ-ეც იესო ტკბილსა, მისგან ითხოვე სანატრელო განათლება სულთა ჩუენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნათლის-მცემელო, ნისლისა წარმდევნელო, ნელსაცხებელო კეთილ-სუნნელო იოანე, ნათლითა სიწმიდისა შენისათა განგვანათლენ გევედრებით.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღსდეგ რა მარიამ, და წარხვედ მოკითხუად ელისაბედისა, აღიმსთო იოანე შესხმად შენდა. აწ ჩუცნცა გიღაღადებთ შეგვიწყალენ ჩუენ.

გალობა 6. სძლის-პირი

დამკვიდრება იონასი სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა ჩუენისა მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა, რომლისაგან მიხსენ ჩუენ მრავალ-მოწყალე.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
თავო ყოველთა კეთილთაო, და თუალო სათნოებათაო იოანე, თავადსა იესოს ევედრე განათლებად თუალთა სულისა ჩუენისათა ბრწყინვალებითა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ლოცვითა შენითა ყოვლად-წმიდითა ლხინება ჰყავ ჩუენთვის იოანე. და ლოცუა ჩუენი შეიწირე ვითარცა საკმეველი კეთილსუნნელი შენ წინაშე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იოანე ხმაო ყოვლად-ტკბილო ღაღადებისაო, ხმა ვედრებისა ჩუენისა ისმინე, და ხმა ქრისტესი კურთხევისა გვასმინე, გევედრებით სანატრელო.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სასოო და სიქადულო ჩუენო ღუთის-მშობელო მარიამ სამ-გზის სანატრელისა იოანეს თანა გევედრებით, ითხოვეთ ღუთისაგან სასუფეველისა ღირს-ყოფად ჩუენი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

კონდაკი, ხმა 3.

ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა უდაბნოსა მოყუარესა, მერცხალსა ტკბილად მხმობარესა და იადონსა ხმა შუენიერსა, ნათლის-მცემელსა ქრისტესსა ლმობიერად შეუერდეთ მორწმუნენო, რათა გვითხოვოს ქრისტესაგან მოტევება ცოდვათა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

წარდგომა სახარებისა...

მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.
მუხლი: იხარებდინ მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა ჰშუენის ქება.
მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.

სახარება მათესი

ჰსთქუა უფალმან: რასა გამოხვედით ხილვად წინასწარ-მეტყუელისა? ჰე გეტყვი თქუენ და უმეტეს წინასწარ-მეტყუელისა. რამეთუ ესე არს რომლისათვის წერილ-არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. ამინ გეტყვი თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათა უფროს იოანე ნათლის-მცემელისა, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროს მისსა არს. რამეთუ დღითგან იოანე ნათლის-მცემელისა ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათა იიძულების. და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაცონ იგი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა იოანე ნათლის-მცემელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნათლის-მცემელი იოანე, რომლისა შენ ჰსთქუ უმეტესობა უფალო, გევედრების და ითხოვს ერისათვის მორწმუნისა მშვიდობასა, რომელნი ადიდებენ ხსენებასა მისსა, რათა მეოხებითა მისითა მოჰმადლო ეკლესიათა დიდება, მეფეთა უვნებელობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.

გალობა 7. სძლის-პირი

სამნი ყრმანი ბაბილონსა სამებასა მიემსგავსნეს, და დაშრიტეს სიმძაფრე საყმილისა მის და გალობით იტყოდეს: კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მნათობთა უბრწყინვალესო სამებისა მიერ განათლებულო, სანატრელო იოანე, სამებასა წმიდასა ევედრე, რათა ჩუენცა განგვანათლოს სულით და ხორცით.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ცისკარო დღისაო, შარავანდედო მზისა, ცხოურება სათნო ღუთისა მოგუმადლე, რათა სათნო ვეყვნეთ ტარიგსა ღუთისასა, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეჰა ნათლის-მცემელო, გვრიტო უბიწოო, მხილველო სულისა ტრედის-სახედ მოსრულისა, მას ევედრე უბიწოო ყოფად ჩუენდა და ხილვად დიდებისა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარიამ მარგარიტო უსასყიდლოო, მირონო კეთილ-სუნნელო, მანანაო ყოვლად-ტკბილო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრე შეწყალებად ჩუენდა.

გალობა 8. სძლის-პირი

რომელმან ანგელოსისა ხატისა მსგავსად ცეცხლსა შინა ხილვითა ყრმანი იხსნა სახმილისაგან, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ელვარებითა სიწმიდისა შენისათა, ნათლის-მცემელო, განგვანათლენ შვილნი ემბაზისანი, რათა ერთბამად ვაკურთხევდეთ, და აღვამაღლებდეთ უფალსა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ლოდი იგი პატიოსანი თავ საკიდურთა იესო, მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა იოანე ნათლისმცემელო და შემუსროს ლომი მყვირალი, ხოლო ჩუენ უგალობდეთ უფალსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ოდეს დაჰსჯდეს მსაჯული საყდართა დიდებისათა, მაშინ მეოხ-გვეყავ იოანე დიდებულო, და მართალთა თანა ამაღლებულნი უგალობდეთ უფალსა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ითხოვე შენცა ყოვლად-მოწყალისა ღუთისა დედაო მარიამ, რათა მაშინ ჩუენცა ღრუბლითა აღტაცებულნი ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ უფალსა.

გალობა 9. სძლის-პირი

ღუთისა-მშობელსა და ქალწულად დადგრომილსა, დედასა ნათლისასა ჩუენ ვადიდებდეთ.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ოსანასა უგალობ ანგელოსთა თანა წმიდასა სამებასა იოანე, ჩუენცა მოგვიხსენე სანატრელო წინაშე მისსა.
წმიდაო დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ანგელოსთა გუნდსა შორის ჰბრწყინავ ნათლისმცემელო, აღგიარებთ ვედრებასა, ჩუენცა მეოხ-გვეყავ წმიდაო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნათლითა ღუთივ-შუენიერითა განათლებულო იოანე, გევედრებით, განგვანათლენ მოსავნი სიწმიდისა შენისანი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ეკლესიისა დიდებაო მარიამ, ემსგავსე შენგან შობილსა იესოს, და მოგვფინე წყალობა შენი გევედრებით.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღუდელმან აკმიოს.
უმაღლესო ცათაო და უპატიოსნესო ნაშობთა შორის დედათაო, ნათლისმცემლო დიდებულო იოანე, უფალსა საბაოთსა ევედრე შეწყალებად ჩუენ უღირსთა მონათა თვისთა.
გიხმობთ შენ ხმაო ღაღადებისაო, აღიპყრენ ხელნი შენნი, რომელნი შეახე თავსა საუფლოსა, და ხმა-ჰყავ მისა მიმართ შეწყნარებად ჩუენდა სასუფეველსა ღუთივ-დიდებულსა.
რომელმან იხილე თუალითა შენითა სული ყოვლად-წმიდა ნათლის-მცემელო, მას სახიერსა ევედრე, რათა გვიძღოდეს ქუეყანასა წრფელსა, და ღირს-ვიქმნეთ სასუფეველსა ყოვლად დიდებულსა.
დიდებულო ანგელოსთაგან, და ქებულო იესოს მიერ იოანე ყოვლად-სანატრელო, ყოვლად-უბიწოსა ქალწულისა თანა მეოხ-გვეყავ, რათა ვიხილოთ დიდება თქუენი და ბრწყინვალება.
ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო დედოფალო მარიამ, ყოვლად-პატიოსნისა ნათლის-მცემელისა და ყოველთა წმიდათა ლოცვითა ღირს-მყუენ ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა დიდებად და გალობად.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლად-დიდებულო იოანე, ნათლის-მცემელო ქრისტესო, ანგელოსო ღუთისაო, ბეჭედო წინასწარ-მეტყუელთაო, თავო მოციქულთაო, გვირგვინო მოწამეთაო, წინამძღუარო მონაზონთაო და უმეტესო ყოველთა წმიდათაო, შემწეო მორწმუნეთაო, და შესავედრებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო.
ჰოი, ყოვლად-ქებულო წინამორბედო იოანე, ცისკარო დაუღამებელისა მის ღამისაო, ცისკროვნებ ჰაერ-კეთილობით განაშვენე ღვთივ-დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მთიებო მზისა მის სიმართლისაო, მზებრ განაბრწყინვე უწმიდესნი მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღუდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი; სანთელო ნათლისა მის უსხეულოსაო, ლამპრებრ განანათლენ ღუთის-მსახურნი მთავარნი და ქრისტეს-მოყუარე მხედრობა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი; ხმაო სიტყვისა ღუთისაო, ისმინე ხმა ვედრებისა ჩუენისა, და ევედრე შენ მიერ ნათელ-ღებულსა იესო ქრისტესა, ღირს-ყოფად ჩუენდა დიდებასა თვისსა დაუსრულებელსა.
ჰოი, ყოვლად-პატიოსანო წინასწარ-მეტყუელო იოანე ღვთივ-საყვარელო, ტკბილო მეგობარო სიძისა მის უკუდავისაო, მეგობარ სარწმუნო და მონა გულითად მყუენ ჩუენ ქრისტეს ღუთისა ჩუენისა, შუამდგომელო ძველისა ჰსჯულისა და ახლისა მადლისაო, შუამდგომელ-გვექმენ წინაშე მეუფისა, რათა მოგვანიჭოს მრავალ-ჟამ კეთილ-სუფუვით ცხოვრება, მართლ-მადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განშვენება, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, და შენთანა დიდება და მადლობა, რამეთუ მისა ჰშეენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
 
ხოლო პატიოსნისა ნათლის-მცემელისა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
ყოველთა მორწმუნეთა ლოცუათა შეიწირავ და ვედრებასა მიითუალავ, რამეთუ ხარ ყოველთათვის ტკბილი მეოხი, და სახიერი შუამდგომელი, ამისთვისცა გევედრებით დიდებულო ნათლის-მცემელო იოანე, აღგვისრულე ვედრება ჩუენი, და გვითხოვე ყოვლად-ტკბილისა იესოს მიერ, რათა ღირს-ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა და გვირგვინითა ვიშვებდეთ დაუსრულებელად.
დედოფალო კაცთაო, დედაო ღუთისაო მარიამ, მოხედენ ღაღადებასა ლოცვისა ჩუენისასა, და შეგვიწყალენ

სიყუარულისათვის ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა. რამეთუ მისი არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10104279 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ