მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 დეკემბერი 2017  03:32 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
აღმართ-აღმართ
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





Untitled Document

 

პარაკლისი სავედრებელი წმიდისა ნიკოლოზისა,
მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო მოიხილენ და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ სდევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყნად ცხოვრებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნოჲ, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი და სული ჩემი, ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი. მსთვად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ. მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რათა ვჰყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თვალთა ჩვენთა.

ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იგივე ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა...
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდუათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წიმაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვჰყავ, რათა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდუათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე, მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდუათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო, ცხოვრებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამეთუ უკეთუმცა გენება მსხუერპლი შემცა მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს, მსხუერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა 1

ძლისპირი: გალობითა ძლევისათა უგალობდეთ ყოველნი ღმერთსა, რომელმან ჰქმნნა სასწაულითა ნიშები მკლავითა მით მაღლითა და იხსნნა ისრაელნი, რამეთუ დიდებული არს.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გვირგვინოსანი, ქრისტეს ღმრთისა საყდართა წინაშე, ჰსდგა შენ, ნეტარო ნიკოლოზ, ზეცისა ძალთა თანა განბრწყინვებული; განსდევნე ბნელი გონებისა ჩემისა, რათა შევასხმიდე ხსენებასა შენსა.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტემან ღმერთმან, მადიდებელთა თვისთა მადიდებელმან, გადიდა შენ, წმიდაო ნიკოლოზ და მორწმუნეთა ზღუდედ გამოგაჩინა და მვედრებელთა შენთა იხსნის შენ მიერ და შიშით და სიხარულითა გიგალობენ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
კაცად ზეცისა და სწორად ანგელოსთა ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი, ქვრივთა ხელისაღმპყრობელ განმზადებულ და მაწუხებელთა მათთა მიმგებელი და ყოველთა ჭირვეულთა განსაცდელთა შინა შემწე, მამაო ნიკოლოზ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოგვითხრობს ყოველი მზისა ქვეშე, ნიკოლოზ, სამგზის სანატრელო, საკვირველებათა შენთა სიკეთისა მოქცევასა, გლახაკთა შუამდგომელობასა, ობოლთა და ქვრივთა გამოზრდასა, ხოლო ყოველნი ძლევასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უთესლოდ მუცლად იღე სიტყვა, ერთი სამებისაგანი, ყოვლად  უბიწოო, და ესე ჰშევ ხორცითა და ვითარცა უწინარეს დაადგერ შემდგომად შობისა ქალწულად, მას ვითარცა ძესა შენსა და ღმერთსა, ჩვენთვის ევედრე მარადის.

გალობა 3

ძლისპირი: დაამტკიცე გული ჩემი ნებასა შენსა ზედა, ქრისტე ღმერთო, რომელმანცა დაამტკიცე ცაჲ მეორე წყალთა ზედა და დააფუძნე ქვეყანაჲ წყალთავე ზედა, ყოვლად ძლიერო.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეს მხსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ღმერთშემოსილო, ნეტარო ნიკოლოზ, და აცხოვნებ მათ, რომელნი მოილტვიან შენდა მხურვალედ და იხსნი ჭირთა განსაცდელთაგან და მწარისა სიკვდილისა.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გვილხინე მხსნელო, მონათა ამათ შენთა და მოტევებაჲ ცოდვათა მოგვანიჭე, მეოხებითა ნიკოლოზ მღვდელმთავრისა შენისათა, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე და გვიხსენ ბოროტთაგან.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აჩვენა მადლმან შენ ზედა ყოვლად დიდებული საკვირველი, ჰოი, ნიკოლოზ, რამეთუ წმიდა ცხოვრებაჲ შენი ოქროსა უბრწყინვალეს ცისკროჲს, აცისკროვნებს ბნელთა სულებთა, ცისკრითა მით საღმრთოჲსა მადლისათა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცხოველ ხარ შემდგომად სიკვდილისაცა და ძილსა შინა გამოუჩნდი ცხადად და ჭაბუკნი სიკვდილისაგან გამოიხსენ; ყოვლად დიდებულად ხმა ჰყავ რა მეფესა, ნუ უსამართლოებ კაცთა ზედა ცუდად შურითა ცილისწამებისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მისცემ, ღმრთისმშობელო, ცხოვრებისა სასოებასა მონათა შენთა, ჭირთა და განსაცდელთა შინა, მსწრაფლმსრბოლითა მეოხებითა მცველ და შემწედ წარმომიდეგ, რამეთუ შენ ხარ სიქადული ჩვენ მორწმუნეთა, მარადის ქალწულო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

წარდგომა, ხმა 8

აღხედ სიმაღლესა სათნოებათასა და საღმრთოთა ბრწყინვალებითა სულისა წმიდისათა განბრწყინდი, ღმრთივგონიერო და ხილვათა საღმრთოთა ღირს-იქმენ ხილვად და ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკვირველად და განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებული თვალუხვავ, ვინაცა ახოვნებით მტერსა მძლე ექმენ და საცთური განსდევნე და კაცნი განარინენ სიკვდილისაგან, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს, რომელნი ვესავთ მეოხებასა შენსა.

გალობა 4

ძლისპირი: სულითა იხილა პირველ წინასწარმეტყველმან ამბაკომ სიტყვისა განხორციელება; ღაღადებდა და ჰხმობდა: მოახლებასა წელთასა იცნობო შენ და მოსლვასა ჟამთასა გამოსცხადნე, დიდება ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა იგი იხსენ სიკვდილისაგან სამნი მთავარნი სიკვდილად მიცემულნი, ეგრეთვე მეცა ყოველთა ურვათაგან გამომიხსენ, ნეტარო, ქრისტეს მსახურო, და განსაცდელი და ჭირნი თანა წარმხადენ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განბრწყინდი სათნოებათა ელვარებითა და იქმენ მობაძავ მეუფისა შენისა, ღმერთშემოსილო და განანთლებ სულთა შიშით და ლმობიერად მადიდებელთა და მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საყდარსა წინაშე ღმრთისასა მდგომარე ხარ, მხურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ჩვენ ყოველთა, მორწმუნეთა მონათათვის, საკვირველო ნიკოლოზ, რათა ცეცხლისაგან საუკუნოჲსა ვიხსნეთ და მტერთაგან, ენისა ბოროტისა და ძვირთაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმოცენებ კურნებასა ყოველგან შენდამი სარწმუნოებით მოლტოლვილთა და საკრველისაგან იხსნი ყოველთა, ვინაცა მწუხარებაჲცა ჩვენი შესცვალე სიხარულად შენითა ღმრთისა მიმართ სათნოჲთა ლოცვითა, ნიკოლოზ ყოვლად ბრწყინვალეო, და დაამხვე ამპარტავნებაჲ მტერთა ჩვენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ ჭეშმარიტად ქვეყანისა და ზეცისათა ფრიად უპატიოსნეს, მხოლოო ღმრთისმშობელო, რამეთუ ყოველთა შემოქმედი მუცლადიღე ხორცითა ნივთიერითა შემოსილი და ჰშევ უთესლოდ, ჰოჲ, ახალი შვენიერი ესე ხილვაჲ.

გალობა 5

ძლისპირი: ბრწყინვალე აღმოგვიბრწყინვე ჩვენ ნათელი მარადის-მყოფი აღმსთობილთა მსჯავრთა და მცნებათა შენთადა, მეუფეო კაცთმოყვარეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეცათა შინა, საღმრთოსა დიდებასა გამოუთქმელსა ჰხედავ, მამათმთავარო საკვირველო ნიკოლოზ, და იშვებ ნათლითა მითი უსხეულოთა, დამიფარენ ჩვენ მეოხებითა შენითა, მსახურო ქრისტესო, ყოვლადქებულო.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჰქადაგებს შენსა მას საკვირველებასა, მამაო, მირონ ქალაქი დიდი იგი მიტროპოლია და ეპარქია ლუკიისა და ყოველი მამული შენსა საკვირველთმოქმედებასა, რომელთაცა ყოვლისაგან ჭირისა და წყლულებისა იხსნი, ღმრთივსანატრელო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამომზრდელ ქვრივთა და მამაჲ ობოლთა, შემწე ჭირთა შინა მყოფთა ყოვლად პატიოსან, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელ, მწყემს და მძღვან გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო ნიკოლოზ, და ჩვენცა ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მიიცვალე ქვეყანით უნივთოდ მიმართ სავანედ, სადა იგი ხედავ სიკეთესა, გამოუთქმელსა ქრისტესსა, და მხედრობასა, ანგელოზთასა თანა მზრახველად ჩინებულ ხარ, გულსმოდგინედ ევედრე ჩვენთვის ყოველთა მეუფისა, მამაო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა კაცთა ცხოვრებაო და სასოებაო, რომელთაცა წინა უსწრობ და აცხოვნებ, შემწე გვეყავ აწცა მღაღადებელთა შენდა, წმიდაო ქალწულო და მოწოდებულთა გარე მოდგომილთა ძვირთა შინა, რამეთუ სხვა შემწე თვინიერ შენსა, შემდგომად ღმრთისა, არავინ გვივის.

გალობა 6

ძლისპირი: იონას სახედ გიღაღადებ, უფალო, ხმითა ქებისაჲთა ვედრებითა აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ ესე ჩემი.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ელვისა გვირგვინითა, ვითარცა ღვაწლისა მძლე, გვირგვინოსან გყო ქრისტემან ღმერთმან, ღმერთშემოსილო მამაო ნიკოლოზ, და წმიდა თავი შენი სამკაულითა თვალთშეუდგამითა განაშვენა, ღირსო.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჰოჲ ღირსო მღვდელმთავარო, ცოდვათაგან მომკვდარი და ვნებათაგან ღელვაგვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოთა მცნებათასა, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვაგვემულთა.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უცხოსა და საცვიფროსა იქმ საკვირველებასა ყოველსა ქვეყანასა, მამაო ნიკოლოზ, რამეთუ ზღვათა შინა შორს განსაცდელთა მყოფთა მსწრაფლ მსრბოლითა ლოცვითა წარმოუდგები, უძლურთა მკურნალო და გლახაკთა გამომზრდელო, ძლევად მტერთა ზედა, რომელი გამოუჩნდები ერთა თანამოსახელეთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გონიერითა თვალითა იხილე წინასწარ მომავალი და მართლ სწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი, რამეთუ თანა არსად მამისა ძე გვაუწყე ჩვენ და არიოზის უგუნურებაჲ შეჰმუსრე და სვეტად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა წინა დაგვიდევ წარმართებაჲ შენი პატიოსანი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლითურთ განხორციელდა საშოსა შენსა, ყოვლად წმიდაო, ქრისტე ღმერთი და იშვა უთესლოდ ვერთავსმდებელი ხელითა თვისითა შექმნულისა მაცთურისაგან ტანჯვად, მოვიდა ხატითა მონისაჲთა, ხილვად ჰხსნად კაცთა ნათესავისა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
მღვდელმან: მცირე კვერექსი ასამაღლებლითურთ

კონდაკი

მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
(ერისკაცი კონდაკის შემდგომ კითხულობს პირდაპირ სახარებას)
მღვდელმან: მოხედენ, სიბრძნით
წარდგომა სახარებისა: მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.
მუხლი: პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე.
მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო... ყოველი სული... ღირს ყოფად ჩვენდა... სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ...

სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი, ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა.

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნათელო ყოვლად ბრწყინვალეო, სასანთლესა ვითარცა ხარისხსა ზედა ამაღლებულო, ეგევითარითა ღმრთივშვენიერითა ბრწყინვალებითა განანათლე ეკლესიათა სავსებაჲ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, რათა ყოველნი ერთბამად უგალობდეთ საკვირველთმოქმედებასა შენსა, ყოვლადსამღვდელოო.
მღვდელმან: აცხოვნე ღმერთო ერი შენი... ასამაღლებლითურთ.

გალობა 7

ძლისპირი: სახმილი იგი შეაცვრიე, მაცხოვარ, და ყრმანი ღაღადებდეს განცხრომით: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბრწყინვალებითა ღმრთაებისათა ჰნათობ სამგზის სანატრელო მამაო ნიკოლოზ, მწუხარებისა ბნელითა შეპყრობილნი და ჭირვეულნი გვიხსნენ და განგვანათლენ მღაღადებელნი: ღმერთო, შენი კურთხეულ ხარ..
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოველთა ძვირთა სნებათაგან, მკურნალად ყოვლად პატიოსნად გამოსჩნდი, მამაო ნიკოლოზ, სულისა ჩემისა უძლურებაჲ განჰკურნე და მომეც მე კეთილი სიმრთელეჲ, რათა უგალობდე: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხსენ პირველ ოდესმე მხედართმთავარნი სიკვდილისაგან, წმიდაო და აღადგინენ იგინი გალობად მაცხოვრისა ქრისტესა, სარწმუნოებითა მხურვალითა, რომელნიცა ჰხმობდეს: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ბარძიმსა სიბრძნისა საიდუმლოსასა მიაახლენ ბაგენი შენნი, მამაო ნიკოლოზ, და ცვარნი მწვიმარენი აღმოივსენ უფროჲს თაფლისა და გოლეულისა და ერთა უბრძანე გალობად: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ყოველთა დაბადებულთა უმაღლესი, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, ჰხსნად სატანჯველისაგან პატივის მცემელთა შენთა ჭეშმარიტად და მადიდებელთა: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

გალობა 8

ძლისპირი: რომლისაგან ჰსძრწიან ანგელოზნი და ყოველნი მხედრობანი, ვითარცა შემოქმედისაგან და უფლისა, მღდელნი უგალობით, ყრმანი ადიდებდით, ერნი აკურთხევდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა ტკბილმან და მოწყალემან მამამან, სიღრმისაგან განსაცდელისა გვიხსენ ჩვენ, რომელთა ესე მძვინვარედ შეუცავთ ჩვენ მეოხებითა შენითა, ქრისტეს მხსნელისა მიმართ, ნეტარო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საიდუმლოთა საღმრთოთა შესწირევდი, სათნოდ ღმრთისა ზესთა ცნობისა, ვითარცა მღვდელი სარწმუნო და მღვდელმთავარი დიდი, შუამდგომელი შორის ღმრთისა და კაცთა წმიდათა მსახური, მობაძავი მხსნელისა.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დიდად გადიდა შენ საკვირველებითა ღმერთმან ცხოვრებასაცა და შემდგომად სიკვდილისა, ნიკოლოზ მღვდელმთავარო ქრისტეს ღმრთისაო, რამეთუ ვინ სადა სარწმუნოებით ჰხადა წმიდასა და პატიოსანსა სახელსა შენსა და არა მეყვსეულად გპოვა შენ, შემწედ მისსა მხურვალედ, დიდებულო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მადლითა ნათლითა განათლებული, ღირსო, მნათობ სოფლისა იქმენ ჭეშმარიტებით, ვნებათა დახსნი, ღელვათა დააყუდებ და განაძღებ სიყმილითა შეიწრებულთა საკვირველებითა, მამაო ნიკოლოზ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოუძლურდების ვნებული სული ჩემი და დაიხსნების უბადრუკი გონება ჩემი ვნებათა მათგან, აღდგომილთა ჩემ ზედა მრავალსახეთა, არამედ, ჰოჲ, ქალწულო, განკურნე იგი და მიხსენ ხრწნილებისაგან.

გალობა 9

ძლისპირი: ცხოვრების შემწყნარებელსა წყაროსა მარადის მომდინარესა, ნათლით შემოსილსა სასანთლესა მადლისასა, ტაძარსა სულიერსა, ტალავარსა ყოვლადუხრწნელსა, ცათა და ქვეყანისა უვრცელესსა, მორწმუნენო, გალობით ვადიდებდეთ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელი ეგე იშვებ სასუფეველსა და სამებისა დიდებასა განიცდი, ზეცით გარდამო მოგვხედენ მგალობელთა შენთა, ნეტარო მამაო საწადელო, და ყოვლისაგან ჭირისაგან გვიოხენ.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უგალობდეთ გალობითა დაუდუმებელითა ყოველნი კიდენი და თავსა ნიკოლოზისათა შევამკობდეთ საჩინოდ, სათნოსა ქრისტეს ღმრთისასა, რათა ლოცვითა მისითა ვიხსნეთ ვნებათა და განსაცდელთაგან.
წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა ღირსი რაჲმე, შეიწირე გალობაჲ ნიკოლოზ, მცირისა შრომისა ჩემისა, ვითარ იგი ქრისტემან შეიწირნა ქვრივისა იგი ორნი მწვლილნი და ნუ მომიძაგებ უბადრუკსა ვნებითა, რამეთუ არა სილაღით ვიკადრე, სამგზის სანატრელო ნიკოლოზ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეკლესიისა შვილნი სწავლითა აღიფრინვენ, ვითარცა მართვენი ზეცისა ბუდისანი, სამგზის სანატრელო ნიკოლოზ, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ და იხსნი ჭირისაგან და განსაცდელთა, რომელნი გევედრებიან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიბრძნე და ძალი და სიტყვაჲ გვამოვანი, სწორი მამისა და სულისა წმიდისა, სისხლთა მით შენითა უხრწნელთაგან განკაცნა, უაღრესო ქერუბიმთაო, შემსხმელთა შენთა ოხად ნუ დაიდუმებ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღვდელმან აკმიოს.
აღიხილენ თვალნი შენნი სიმაღლედ გულისხმისყოფისა მიუდრეკელად და განიცადე უხილავი სიღრმე სიბრძნისა და მოძღვრებითა შენითა სოფელი განამდიდრე, მამაო, ჩვენთვის ევედრე ქრისტესა ღმერთსა მარადის, მღვდელმთავარო ნიკოლოზ.
კაცო ღმრთისაო და მონაო სარწმუნოო და განმგებელო საიდუმლოთა მისთაო, კაცო გულის სათქმელო სულისაო, ძეგლო და ხატო ღმრთისმეტყველო, რომელი ეგე ვითარცა საღმრთო საუნჯე გპოვა ეკლესიამან მირონ ქალაქისამან და სიხარულით შეგიწყნარა, მეოხ-გვეყავ სულთა ჩვენთათვის.
სამღვდელო იგი სამოსელი ყოვლად შვენიერი, შრომითა მით შენითა საღმრთოჲთა შეიმოსე, რომლითა გვიჩვენებ სასწაულთა და ნიშთა ქრისტეს მიერ, სამარადისოდ ნეტარო ნიკოლოზ, და გვიხსნი ჩვენ ბოროტთაგან.
უხილავთა მათ კეთილთა თვალითა ჰხედევდ შენ და მარადის განიცდიდი საშინელსა ხილვასა და დიდებასა მას წმიდათასა, მღვდელმთავარო ნიკოლოზ, რომლითა საიდუმლონი ზეცისანი გამოგეცხადნეს, სანატრელო.
ვითარცა ძილსა შინა წარმოუდეგ კეთილმსახურსა მეფესა და პყრობილნი იხსნენ სიკვდილისაგან, მამაო, აწცა ევედრე დაუცხრომელად, რათა ლოცვითა შენითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან და სნეულებათა, ღირსებით კეთილმაქებელნი შენნი.
ღმრთისმშობელო მარიამ, ლოცვითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა, ღირს გვყვენ ზეცისა დიდებასა ყოველნი მართლმადიდებელნი, რათა მის თანა ვჰგალობდეთ სამწმიდაარსობით.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მღვდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოჲ, ყოვლად სანატრელო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო საქართველოს წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩუენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდისა განბრძნობილო, ანგელოზთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანა მოღვაწეო, მღვდელმთავართა შეუნიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.
ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო; დამკჳდრებულითა შენთანა საღმრთოჲთა მადლითა განანათლე და დაიფარე ღვთივადაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი, სამონაზნო დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე წმიდაო ნიკოლოზ, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ჴორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.
ჰოი, ყოვლადნეტარო წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღმრთივშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლადბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ გვეყავნ წინაშე მისსა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოზთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
გვაკურთხენ.
მღვდელმან ჩამოილოცოს.
ერისკაცმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ხოლო ხატისა მისისა მთხვევასა ზედა გვალობთ ამას:

ყოვლისა მორწმუნისა ლოცვათა მსმენელო და თხოვათა აღმასრულებელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადმოწყალისა ღმრთისაგან გვითხოვე, რათა ყოველნი ღმრთივსულიერნი შვილნი შენნი შეგვიწყალნეს, რომელნი ესე პატივისცემით ვადიდებთ წმიდასა ხსენებასა შენსა და სურვილით ამბორს-ვუყოფთ ხატსა სიწმიდისა შენისასა და შენთანა ვიხარებდეთ საუკუნოდ.
დედუფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა, ღირს მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისასა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12584684 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ