მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:41 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
***გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





Untitled Document

 

პარაკლისი
წმიდისა და დიდებულისა მოწამისა, უვეცხლოდ მკურნალისა, პანტელეიმონისი

 

მღდელმან: კურთხეულ არს...
და ჩუენ: დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა...
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე­ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხე­ულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
შემდგომად ამისა ოხითაჲ:
ღუაწლით შემოსილო, წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
დიდებაჲ... იგივე. აწდა...
არა სადა დავსდუმნეთ ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კანონი წმიდისა პანტელეიმონისი, ქმნილი უფლისა გ-ისი.უგალობდითსა (გალობაჲ ა).

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსეჲსამან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განაპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობისა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიტბოებაჲ და წყალობაჲ ყოველთა წყალობისაჲ მოგიღებიეს მსგავსად სახელისა ზეგარდამო, პანტელეიმონ მჴნეო, ამისთჳს გევედრებით: სიტკბოებით მომხედენ და დიდებად შენდა განმაძლიერენ, და ღირს მყავ სასწაულთა შენთა დიდთა გალობად.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გაქუნდა კეთილი ქონებაჲ და ცნობაჲ გონიერი სიჩჩოჲთ შენითგან, სამგზის სანატრელო, და საცნობელნი სულისანი განკითხვად და გულისჴმისყოფად, და განრჩევად კეთილად კეთილისა და ბოროტისა, ვინაჲცა კეთილი შეიყუარე და ბოროტი მოიძულე.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღმრთისმსახურებაჲ დიდებული სიბრძნით შეიყუარე ღმერთშემოსილო, და მამული იგი უღმრთოებაჲ, ღმრთივ გონიერად სწავლითა შენითა განსწმიდე, და მოიზიდე იგი ნიშთა საკჳრველთა აღსრულებითა ქრისტეს სარწმუნოებად, დიდებით დიდებულო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უნაყოფოთა ბერწთაგან ნაყოფად შუენიერად აღმოგაცენა მუშაკმან სულთამან, ქალწულო ყოვლად დიდებულო, თჳსისა მის ბრწყინვალებისა სამეუფოჲსა საყდრად და სავანედ ცათა უმაღლესად და შენგან გამოვიდა, ღმერთი და კაცი სრული.

განძლიერდისა (გალობაჲ გ).

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შუენიერებითა ჴორცთაჲთა და სათნოებათა სიკეთითა და მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა სიწმიდე სულიერი უშუენიერეს გამოაჩინე და [ორ]კერძოვე ჰნათობდი, ზეშთა ცნობისა და სიტყჳსა.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განიკითხე და გულისჴმა-ყავ გონიერად განბჭობითა, საცთური და ღმრთის მეცნიერებაჲ, და შეეძინე ნათელსა და განაგდე ბნელი წყუდიადი, რამეთუ უდარესსა აღირჩიე უვაღრესი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიბრძნით მოპოვნებულთა სახეთა და სიტყუათა ჩემებელთა მიერ, განჰბასრე მამაჲ ტყუვილისა და პატივი წმიდისა ემბაზისა და მოძღურისა და მამისა შენისაჲ ჯეროვნად დასცევ, ნეტარო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ურიცხუთა ბოროტთა ჩემთაგან, რომელთა ვნივთებ დღითი-დღედ, ოხითა შენითა მიჴსენ ქალწულო, რამეთუ ბრალეულთა და უსასოთა სასოებაჲ და შუამდგომელი, შენ ხარ ქრისტეს მჴსნელისა მიმართ.
გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლად-ქებულო ღუთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო...
ასამაღლებელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე...

წარდგომაჲ, ჴმაჲ დ. გუერდი:

სწამე წამებაჲ ქრისტესი ახოვნად და სარწმუნოებაჲ მისი ჰქადაგე და მამაჲ შენი, სიღრმეთაგან უღმრთოებისასა აღმოიყვანე და უღმრთოჲსა მის მძლავრისა ზახებისაგან არა შესძრწუნდი და ეშმაკთა საცთურსა არცხჳნე, სანატრელო, ვინაჲცა მოიღე მადლი უფლისა მიერ განკურნებად სალმობისა სულთა და ჴორცთა ჩუენთასა, პანტელეიმონ ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა [შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა – დიდი წყალობაჲ.]

მესმასა (გალობაჲ დ).

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინასწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მადლი სულისა წმიდისაჲ, ყოვლად ძლიერისაჲ დაემკჳდრა შენ თანა და უძლურებაჲ შენი განაძლიერა და საქმით და სიტყჳთ წარჩინებულ-გყო, ღმერთშემოსილო, რომლითა განაკჳრვენ ყოველნი გონებანი და ცნობანი, რამეთუ სასწაულთა და საკჳრველთა აღსრულებითა მოაქციენ მრავალნი.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჰპოვე ღირსი ერმოლაოს პავლეს წილ, ნეტარო მოწამეო ქრისტესო, მის მიერ, გეუწყნეს საიდუმლონი მაღალნი და გამოუთქუმელნი, რომელთა მიერ ისწავე წესი ბრწყინვალე ღმრთისმსახურებისაჲ და მიერითაგან იქმენ მოძღუარ ღმრთივსწავლულ და შესძინე მეუფესა, ერი საზეპუროჲ, პანტელეიმონ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ახოვნებით შებმა უყავ წამებისა ღუაწლთა, ღირსო პანტელეიმონ, ძალითა საღმრთჲთა გარეშეზღუდვილმან და მწარენი ტანჯვანი დაითმინენ, დიდებულო, უძლეველითა მოთმინებითა და სიმტკიცითა გონებისაჲთა, წადიერად ღაღადებდი, ძალსა შენსა დიდებაჲ კაცთმოყუარე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჭეშმარიტად სანატრელ არს ერი, რომელმანცა გიცის და აგიარებს დედად ღმრთისად, ჭეშმარიტად უბიწოო, და მეოხებითა შენითა შეზღუდვილი დაცვულ არს, რამეთუ შემდგომად ღმრთისა სასოებაჲ ცხორებისა თჳსისაჲ შენდამი დაუც, ქალწულო, და ცხონდების, და გზათა წარემართების.

ღამითგანსა (გალობაჲ ე).

ძლისპირი: ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიბრძნისა მის საღმრთოჲსა ტრფიალ იქმენ, სამ-გზის სანატრელო პანტელეიმონ, და იგი შეიყუარე და იგი მოიგე თანამკჳდრად შენდა, ამისთჳს სამართლად პატივცემულ იქმენ მის მიერ და გჳრგჳნნი მაღალთანი დაიდგენ.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჴორცთა იგი სიკეთე შუენიერებითა სულისაჲთა შეამკვე და კუალად სულისა ბრწყინვალებაჲ სათნოებათა დიდთა და ღუაწლთა ნათლითა ელვარედ განაშუენე, დიდებულო და იქმენ ტაძარ სულისა წმიდისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მადლითა და სასწაულთა ელვარებითა დაშრიტენ თუალნი უღმრთოთანი და მძლავრთა ზახებაჲ დაამჴუ სიმჴნითა და კერპთა საცთური დაა[რღჳე] მოღუაწებითა შენითა და მორწმუნეთა გულნი განანათლენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
[უდ]ებობისა ბადითა და საკრველითა მედგრობისა ჩუენისათა ქუესკნელთა ცოდვისათა შთავიზიდვი ყოვლად საწყალობელი, არამედ, ვითარცა მჴსნელისა ყოველთაჲსა მშობელი, სინანულად ცხორებისა მიმიძეღუ.

ღაღატყავსა (გალობაჲ ვ).

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთა მიიწია. და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მხიარულ იქმნა უფალი მისთჳს სიყუარულისა, რომელი გაქუნდა მისსა მიმართ და სასოებაჲ და სარწმუნოებაჲ უსაზღვროჲ და ცათა შინა ქუეყანასა ზედა გადიდა შენ ზეშთა სიტყჳსა ნიშთა მიერ და სასწაულთა, პანტელეიმონ.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ღმრთივშუენიერითა სიბრძნითა აღვსებულმან უღმრთოებისა იგი ბნელი და წყუდიადი საცთურისა განდევნე სიტყჳთა შენითა, ეწყვებოდე რაჲ უშჯულოთა მათ და ცილობაჲ მათი უწესოჲ საქმეთა წამებითა დაჰჴსენ, პანტელეიმონ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
თესლი სიტყჳსაჲ შეიწყნარა სულმან წმიდამან, ვითარცა რაჲ ნაყოფიერმან, და ნაყოფი მზრდელი სულთაჲ აღმოაცენა, ბრძენო, შემაშფოთებელი ღუარძლთა ბოროტთაჲ და ასეული უკუდავებისა თავწარსხმული სათნოებათაჲ მოართუ ქრისტესა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სიტყუაჲ უფლისაჲ განკაცნა რაჲ და იშვა ჴორცითა ქალწულისაგან, იქმნა ყოველივე ახალ, და მიწისაგანნი ღმერთ იქმნნეს ჭეშმარიტად და წყევაჲ კურთხევად შეცვალა და მაცდური გუელი მოიკლა და სიკუდილისა მძლავრებაჲ უჩინო იქმნა.
გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლად-ქებულო ღუთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე...
ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა...

იბაკოჲ (კონდაკი).

ვითარცა მიმსგავსებულმან მოწყალისა ღმრთისამან, კურნებათა მადლი [მო]იღე მის მიერ, ღუაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო, და ლოცვითა შენითა, სენნი ჩუენნი სულიერნი განჰკურნენ და განიოტენ საცთურნი მარადის მბრძოლისა ჩუენისანი, რომელნი სარწმუნოებით [ვღაღად]ებთ: გუაცხოვნენ ჩუენ, უფალო.
მოხედენ. სიბრძნით.

წარდგომა სახარებისაჲ:

იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნენ ყოველნი წრფელნი გულითა. მუხლი: შეისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი.
უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო... ყოველი სული აქებდით უფალსა. მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალითა მისისაჲთა. ღირსყოფად ჩუენდა... სიბრძნით აღემართენით...

სახარებაჲ ლუკაჲსი:

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: არარაჲ არს დაფარულ, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალულ, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყუანენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს მას ჟამსა შინა, რაჲ იგი სთქუათ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა დიდებულისა მოწამისა პანტელეიმონისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა ღმრთის-მშობელისაჲთა მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მოწყალე მე, ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიყწალე მე ღმერთო.

ჴმაჲ ა: ნათელი ნათ.

ნიჭნი კურნებათანი და სასწაულნი ზეგარდამო მოიხუენ ქრისტეს ღმრთისაგან, ღირსო პანტელეიმონ, ამისთჳს ვითხოვთ შენგან, დიდებულო: განკურნენ წყლულებანი სულთა ჩუენთანი, ბრძენო და კუალად სალმობანი ჴორცთანი უკურნებელნი, ვითარცა ხარ მობაძავ ღმრთისა მოწყალებათაჲ, რაჲთა გიგალობდეთ შენ სარწმუნოებით.
მღდელმან: აცხოვნე, უფალო, ერი...
ასამაღლებელი: წყალობითა და მოწყალებითა...

კურთხეულარსა (გალობაჲ ზ).

ძლისპირი: რომელთა ქალდეველთა აგზებული საჴმილი ძალითურთ შემწუველი დაშრიტეს ხილვითა ანგელოზებრივითა, რომელი გარდამოჴდა, მისა მიმართ ყრმანი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათაო ჩუენთაო.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ძალითა სულისაჲთა აღჭურვილი ეწყვე სიმჴნით მტერთა წინააღმდგომთა, ნეტარო [პა]ნტელეიმონ და სამძალი ძლევისაჲ შეიმოსე და განათლებული ღაღადებდი და იტყოდი: კურთხეულ ხარ და დიდებულ, [უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.]
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მადლსა კურნებათასა და დაუწყუედელსა უფსკრულსა სასწაულთა[სა,] მჴნეო, საფლავი შენი აღმოაცენებს და რომელნი აღმოივსებენ, კურნებასა სულთასა და ჴორცთასა მიიღებენ და აკურთხევენ ღმერთსა, მადიდებელსა შენსა, პანტელეიმ[ონ: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.]
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წამებისა შენისა გზაჲ სიხარულით წარვლო, მოწამემან შენმან, უფალო, და განვრცნა ალაგთა შინა მცნებათა და მადლთა ბნელთასა, ხოლო შენ, სახიერო, საკჳრველ ჰყავ ნიშთა მიერ და ადიდე იგი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ყოვლად მაღალ[ო: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.]
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოველნივე წინაჲსწარი თქმულნი შენთჳს და [სწავლებანი] ესერა სრულ იქმნნეს, ქალწულო, რამეთუ ქადაგებული მათი ჴორცითა გჳშევ ორითა ბუნებითა და საქმითა, ვითარცა არს ღმერთი და კაცი სრული, ამისთჳს ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ.

აკურთხევდითსა (გალობაჲ ჱ).

ძლისპირი: შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს გულისწყრომითა და რისხვითა და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ცეცხლითა რაჲ იწუვებოდე და მახჳლითა დაიჭრებოდე და ურმისთუალსა ზედა განრთხმულ იყავ, მოწამეო, და მჴეცთადა მიცემულ და წყალთა შინა ზღჳსათა შთაგდებულ და პირად-პირადითა სატანჯველითა ტანჯულ, არა განილიე შენ, ხოლო უკუანაჲსკნელ, თავისა შენისა, ღირსო, წარკუეთითა წარმოუდეჰ ქრისტესა.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
კრებაჲ შენი შუენიერი ბრწყინავს უბრწყინვალეს მზისთუალისა და ნათელითა მადლთაჲთა და ნიშთა ბრწყინვალებითა იხარებს ცისკიდეთა და ჰნათობს სულთა მორწმუნეთასა, რამეთუ ყოველთავე სწყალობ და აცხოვნებ სიტკბოებისა შენისა სიმდიდრითა, ღმრთისა მძლეო, სენთა განჰკურნებ და სულთა არა-წმიდათა იოტებ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მკურნალი ხარ საკჳრველი მომატყუებელი უკუდავებ[ისა,] ჴორციელსა სიმახჳლესა თანა, მოიგე სულიერი მოღვაწებაჲ და კურნებაჲ სულთაჲ და მრჩობლ ჰკურნებ ჴორცთა და სულსა სიბრმესა და ორკერძოვე მისცემ ბრწყინვალებასა, დიდებულო, ქრისტეს მჴსნელისა წოდებითა და ძლიერებითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, ღმრთისაგან უცვალებელად კაც-იქმნა უქცეველად შენგან, ღმრთისა დედაო, ყოვლად უხრწნელო სძალო და განაახლა განხრწნილი ადამ და აღიყვანა პირველსავე მას დიდებასა. ამისთჳს შენ, ვითარცა მიზეზსა ცხორებისასა, ქებით გადიდებთ და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ.

ადიდებდითსა (გალობაჲ თ).

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებდენ შენ.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რიტორთა ზღაპრობ[აჲ] სიბრძნით ამხილე და ცუდთა ღმერთთა უძლურებაჲ დაამჴუ და ასკლიპიოს და პალინიოჲს ჴელოვნებაჲ ცუდ-ჰყავ და დაარღჳე მძლავრთა ზახებაჲ და აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ, ღირსო პანტელეიმონ, მოწამეო ქრისტესო და ერი მორწმუნეთა ადიდე.
წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
კურნებისა წყაროთა და უფსკრულთა ცხორებისათა, აღმოაცენებ, ღირსო, საღმრთოჲთ სამარხოჲთ შენით და მოჰრწყავ მორწმუნეთა და ჰკურნებ სენსა ყოველთასა და მისცემ ცოდვათა მოტევებასა და განსაცდელთა ჴსნასა და მხიარულ ჰყოფ სულსა შემსხმელთა შენთასა, პანტელეიმონ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოაკუდინე იქედნე წამლიანი ლოცვითა და ლომთა პირნი დაუყვენ და ცეცხლი და წყალი განჰვლე წადიერად, უძლეველო მოწამეო, ხოლო მახჳლითა რაჲ სრულ იქმენ, წარმოუდეგ ქრისტესა და ჰსუფევ საუკუნოდ, კრებულსა თანა უჴორცოთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
აღმაღლდა რქაჲ დაცემულისა ადამისი შენგან შობითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა, რომელმან არა უღირს-იჩინა სიმდაბლე ჩუენი და პირველი აზნაურებაჲ მოგუცა მიწადმდე დამდაბლებულთა, ამისთჳს შენ, ვითარცა ცხორებისა ჩუენისა მიზეზსა, გნატრ[ით] ღმრთის[ა დედაო.]
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთის-მშობელსა გალობით გადიდებდეთ.
კუმევაჲ.

ჴმაჲ ა: შენ სიტყუაჲ

მარტჳლთა შორის გამოსჩნდი მკურნალად საკჳრველად, პანტელეიმონ ბრძენო, ლოცვითა გუელი მოჰკალ და ყრმაჲ აღადგინე, ყოველთავე უჩუენე ძალი ქრისტესი, რომელი მოგემადლა ღმრთისა მიერ, მას ევედრე ცხორებად ჩუენდა.
ყოვლად საძლეველი იგი საჭურველი აღიღე, რომელსა ზედა ქრისტე ნეფსით დამსჭვალულ იქმნა და მით დაამჴუ ძალი უსჯულოჲ, პანტელეიმონ ქებულო, რომლისათჳსცა ევედრე მაცხოვარსა მგალობელთა შენთათჳს, ღირსო.
მოძღუარისა მიერ მორწმუნისა, სწავლაჲ შეიწყნარე და მამაჲ იგი ურ[წ]მუნოჲ მორწმუნე-ჰყავ შენ, ღირსო, რაჟამს მოგეცა შენ ღმრთისა მიერ ძალი იგი კურნებათაჲ, მოგჳჴსენენ მგალობელნი შენნი, პანტელეიმონ დიდებულო.
წადიერად განუკუთნე თავი შენი ღმერთსა, პანტელეიმონ ღირსო, და პირველ სრულებისა ძალითა მისითა აღადგინე მკუდარი, ყოვლად დიდებულო, მეცა მომკუდარი სულითა ცოდვათაგან, ცხოველ მყავ ოხითა შენითა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოწყალების კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორება ნათესავისა ქრისტიანეთაჲსაჲ.
უფალო შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო... შეისმინე ჩუენი ღმერთო...
უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ლოცვა წმიდისა პანტელეიმონისი

ჵ ყოვლად დიდებულო ღმრთივ-გჳრგჳნოსანო დიდო მოწამეო მკურნალო პანტელეიმონ, ანგელოსთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ შემწეო, თხოვათა აღმსასრულებელო, და წყალობისა მომნიჭებელო.
ჵ ყოვლად ბრწყინვალეო ქრისტეს დიდო მოწამეო, უქრთამო მკურნალო პანტელეიმონ. ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაჲთა განაბრწყინვე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნონი წესნი, მჴედართ მთავარნი, და ქალაქთ მთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტეს მოყუარე მჴედარნი, და კეთილის მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდენ. ევედრე წმიდაო დიდო მოწამეო ქრისტესო შენგან შეყუარებულსა იესუს, რაჲთა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი.
ჵ, ყოვლად ქებულო და პატივცემულო, წმიდაო დიდო მოწამეო, უვეცხლოო მკურნალო პანტელეიმონ, ღმრთივ-დიდებულითა საკჳრველებლითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა, განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოუჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განაძლიერენ ზღვათა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულით და ჴორცით, რაჲთა სასუფეველსა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოსთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ, და შენთანა გჳრგჳნოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსან-მყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა, და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან: ლოცვაჲ განტევებისაჲ.

ჴმაჲ გ: მივბაძ

გამობრწყინდა ერნო დღეს, ყოვლად დიდებული ქრისტეს მოწამისა საჴსენებელი და მოუწოდს მორწმუნეთა კრებულსა საიდუმლოდ სერობად, და ბრწყინვალესა კრებასა შეჰმზადებს და ისტუმრებს. ღუაწლითა თჳსითა გამობრწყინდა მკურნალი დიდი უქრთამოჲ, და სალმობათა და სენსა ყოველთასა მდიდრად განჰკურნებს ახოვანი და საღმრთოჲ მოღუაწე პანტელეიმონ. მოვედით და მოვისწრაფოთ და უგალობდეთ ღუაწლთა მისთა უძლეველთა, რამეთუ იღუწის ჩუენთჳს მჴურვალედ ღმრთისა მიმართ და ევედრების, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120207 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ