მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
25 ივნისი 2017  15:03 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
***(სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე...)
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document


მართლმადიდებელი ქრისტიანის საფლავი

უძველესი დროიდან (ქრისტიანობამდე) არსებობს ჩვეულება საფლავზე მცირე ბორცვის შექმნისა. ქრისტიანულმა ეკლესიამ გაითავისა ეს ჩვეულება და საფლავის ბორცვს ამკობს ჯვრით. მიღებულია იგი ისე დაიდგას მიცვალებულის ფერხთით, რომ ჯვარცმა მიქცეული იყოს გარდაცვლილის სახისაკენ. მაგრამ ზოგან მიღებულია ჯვრის დადგმა მიცვალებულის თავთან.
მართლმადიდებლის საფლავზე ჯვარი მიუთითებს ნეტარ უკვდავებასა და აღდგომაზე. მიწაში ჩადგმული და ზეცისაკენ აღმართული ჯვარი გამოხატავს ქრისტიანის რწმენას, რომ გვამი მიწაშია, სული კი - ზეცაში, რომ მიწაში არის მარცვალი, თესლი სასუფეველში საუკუნო სიცოცხლისა.
ქრისტიანის საფლავისთვის უფრო შესაფერისია უბრალო ჯვარი მეტალისაგან, ბეტონისაგან, ხისგან, გრანიტის ან მარმარილოსაგან.


ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10116392 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ