მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:26 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
მეგობარს
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document


წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამსა თემურლენგისასა

გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისათვის: სამარყანდელი თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქარათველოს ურიცხვი ლაშქრით. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატევებას, სამაგიეროდ კი მეფია ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად გათავისუფლებას ჰპირდებოდა. კარგი ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს “უღონოქმნილი ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისა… სარწმუნოებისაგან სათანადოისა მოაკლდა”. შემდეგ ღვთის  სასოება კვლავ აღდგა მასში, მოტყუებით მოიმადლიერა ტემურ-ლენგი და ქართლში თავისი პატივის შანარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატის თხოვნით თემურმა მეფეს თან გამოაყოლა 12000 სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა. ხუნანს მიახლოებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა Lლაშქრითურთ და თემურ-ლენგის მხედრობა გაწყვიტა. ცნობა ლშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემური და “ჩუენ-ზედა განმხედრებად აღძრული”, წამოემართა ბაგრატზე შურის საძიებლად. ქართველებმა მტრის პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა. თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმიდა ეკლესიები დაარღვიეს და მიადგნენ ქვაბთახევის მონასტერს.

ქვაბთახევში მტერს დაუხვდა ახლო მონასტრებიდან მონაზვნები, მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი. გარდა სასულიერო პირებისა მონასტერში მრავალი ერისკაციც იყო. ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს, მოხუცებულნი და უძლურნი, რომელთა ტყვედ წასხმაც შეუძლებელი იყო, მახვილით ამოწყვიტეს. შემდეგ ბარბაროსებმა სასულიერო პირთა დაცინვა დაიწყეს: ეჟვნები შეაბეს. ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში და დაგწვავთო. მოწამეები ერთმანეთს ამხნევებდნენ და გალობდნენ ფსალმუნებს. მტარვალებმა შეშა მოზიდეს და ცეცხლი აღაგზნეს. ალი მაღლა ადიოდა, ხშირი ნაკვერცხლები ცვიოდა, “ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდეს”, ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ. ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი. ეკლესიის იატაკზე მოწამეთა დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა და “ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იარაკსა ზედა წმიდისა ეკლესიისასა დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან”.

.

.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581346 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ