მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ნიკოლოზ ბარათაშვილი
ფიქრნი მტკვრის პირას
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





Untitled Document


ჰოი, რა მწარეა დღე სიკვდილისა და რა საშინელი და საზარელია ხილვა უცნობ და უგვან პირთა...

 

...რამეთუ, მაშინ სული ისე კრთის, როგორც შიშით შეპყრობილი ფრინველი; ხორცი ისე ძრწის, როგორც დასაკლავი პირუტყვი, ხოლო გონება ბნელდება. რაჟამს ხორციელი სნეულება შეგვეყრება, ყოველივე ეს გვახსოვს და ვფიქრობთ სიკვდილსა და სინანულზე, მაგრამ როგორც კი სენი განგვშორდება, ყოველივე გვავიწყდება. აღარ ვწუხვართ და აღარც ვიხსენებთ საუკუნო სატანჯველს, რომელიც ცოდვილთათვის არის გამზადებული. მართალთათვის სიკვდილი განსვენებაა და არ ეშინიათ მისი, მაგრამ ვაი მას, ვინც უგულისხმოა და უმეცარი ყოველივე ამისა. მოვა ის მიუკერძოებელი მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად და ფიცხლად წარიტაცებს ცოდვილებს.

მაშინ სული გლოვით იტყვის: საით გავიქცე, ან როგორ გადავურჩე მომავალ სატანჯველს მე, ასერიგად შებღალული ცოდვითა და ბრალითა?

ხორცი მიუგებს და ეტყვის: ვაი ჩემდა, შენს გადამკიდეს, სულო ჩემო, რამეთუ დასაბამს, როცა შეგიერთდი, ვიყავ უბიწო, ახლა გშორდები და შეგინებული ვარ.
ეტყვის სული: შეწუხებული ვარ მე შენგან, სხეულო ჩემო, რამეთუ ბუნებით ვარ უცოდველი და შენი შემოსვით ავივსე ცოდვითა და ბრალითა.

მიუგებს ხორცი და ეტყვის: შენ შემიტყუე და მაცდუნე, რამეთუ ყოველი შენი ბოროტება გავიზიარე, შენს ნებას ვასრულებდი, შენს მოსაწონს ვშვრებოდი და წარვიწყმიდე.

ეტყვის სული: მე უფრო ვასრულებდი შენს ნებას, რადგან ბუნებით უბიწო ვარ და შენ მაიძულებდი, მივყოლოდი შენს წესს, ვიდრე შენს ხრწნილებას არ მაზიარე.

მიუგებს ხორცი და ეტყვის: ვაი ჩემდა, რამეთუ სიკვდილი მოგვადგა კარს და ჩვენი სიტყვა ამაოა ამჟამად.

ეტყვის სული: თუ უფალი შემიწყალებს და განმკურნავს ამ სენისაგან, შევინანებ მე ჩემს ცოდვებს.

ეტყვის ხორცი: კარგი სიტყვა გავიგონე შენგან, ჰოი, სულო ჩემო, მაგრამ რით ვირწმუნო, რომ აღასრულებ მას საქმით?

ეტყვის სული: თუ გადავურჩები ამ სენს, ყოველ ჩემს ცოდვას ცრემლით განვიბან ჭეშმარიტად და მარხვით განვიწმინდები.

ეტყვის ხორცი: თუ ამ სენს გადავურჩი, დავიტანჯავ თავს, შევაყენებ