მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ბესარიონ გაბაშვილი
ასპინძის ომზედ
და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა -
/სულიერი მდელო/





Untitled Document


რა მიმართება უნდა გვქონდეს სიკვდილთან

- გერონდა, რაზე უნდა ფიქრობდეს ადამიანი თავის დაბადების დღეს?

- ის უნდა ფიქრობდეს თავისი მომავალი სიკვდილის დღეზე და ემზადებოდეს ამ დიდი მოგზაურობისთვის.

- გერონდა, თუ საფლავიდან ამოღებისას აღმოჩნდება, რომ ნეშტი არ გახრწნილა, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? მოუნანიებელი ცოდვა ხომ არა?

- ყოველთვის არა. შეიძლება ამის მიზეზი იყოს მიღებული წამლები, ან საფლავის ნიადაგის შემადგენლობა. მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, თუ ნეშტი არ იხრწნება, ე.ი. გარდაცვლილი ისჯება თავისი ცოდვების გამო. ეს იმიტომ ხდება, რომ ცოდვილი გარდაცვალების შემდეგაც სხვების დასაცინი გახდეს.

- გერონდა, სიკვდილი ხომ გარდაუვალი მოვლენაა, რომელიც ადამიანს ელოდება, მაშ, რატომ გვავიწყდება ამის შესახებ?

- იცი, ადრე მონასტრებში ერთ-ერთი ბერის მორჩილება სხვა ბერებისთვის სიკვდილის შეხსენება იყო. როდესაც დანარჩენი ბერები თავიანთ მორჩილებას ასრულებდნენ, ეს ბერი მიდიოდა მათთან და ეუბნებოდა: "ძმებო, ჩვენ მოვკვდებით". ჩვენი სული მოკვდავ ხორცშია შეფუთული, ამ დიდი საიდუმლოს გაგება უჭირს იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ხორცისგანაა და ამიტომ არ სურს სიკვდილი, არ სურს მისი გაგონებაც კი. სიკვდილი ასეთი ადამიანისთვის ორმაგი სიკვდილი და ორმაგი უბედურებაა.

საბედნიეროდ, კურთხეულმა უფალმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ასაკში შესული ადამიანი მოახლოებული სიბერის ზოგიერთი ნიშნებისაგან გარკვეულ სარგებელს იღებს. ბუნებრივია, რომ მოხუცები უფრო ახლოს არიან სიკვდილთან, ვიდრე - ახალგაზრდები. მათ თმა უთეთრდებათ, კარგავენ სიმხნევეს, ძალა თანდათან ელევათ და ამგვარად ისინი თავმდაბლები ხდებიან, იწყებენ მსჯელობას ამ წუთისოფლის ამაოებაზე. მოხუცებულს კიდევაც რომ მოუნდეს "`არევა", უკვე აღარ შეუძლია, რადგან ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება. ან როდესაც იგებენ, რომ მათი ასაკის ან მათზე უფრო ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაშინაც აგონდებათ სიკვდილი. ხომ გინახავთ, სოფლებში, როდესაც სამგლოვიარო ზარი რეკავს, მოხუცები ფეხზე დგებიან, პირჯვარს იწერენ, კითხულობენ: ვინ გარდაიცვალა? რამდენი წლის იყო? `"ოჰ, - ამბობენ ისინი, - აი, ჩვენი ჯერიც მოდის! ყველანი წავალთ ამ ქვეყ