მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
"ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" -





Untitled Document


როდესაც სიკვდილი გინდა, არ კვდები


- გერონდა, თქვენი სენის საბოლოო დიაგნოზი დასმულია - სიმსივნე ავთვისებიანია. ეს კიბოს ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა.

- ახლა კი მზად ვარ ვიცეკვო ცეკვა -”`მშვიდობით, უბედურო წუთისოფელო!” ცხოვრებაში არ მიცეკვია, მაგრამ სიკვდილის მოახლოების გამო სიხარულით ვიცეკვებ.

- გერონდა, ექიმმა თქვა, რომ ჯერ სიმსივნის დასასუსტებლად დასხივებაა საჭირო, შემდეგ კი - ოპერაცია.

- გასაგებია. ჯერ ავიაცია დაბომბავს, შემდეგ კი შეტევაზე ჯარები გადავლენ. მე მირჩევნია, პირდაპირ ზევით ავიდე და გიამბოთ, რა ხდება იქ!.. ზოგიერთი ხანშიშესული ადამიანიც კი წყობიდან გამოდის, თუ ექიმი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს. მათ უნდათ სიცოცხლე, მაგრამ რისთვის? გასაკვირი ამბავია! როდესაც სიცოცხლე ახალგაზრდას სურს, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ მოხუცისგან მე ეს არ მესმის. გასაგებია, თუ იმიტომ მკურნალობს, რომ ტკივილებს გაუმკლავდეს, ან შეძლოს საკუთარი თავის მიხედვა. ამ შემთხვევაში მკურნალობას აზრი აქვს.
- გერონდა, ჩვენ უფალს ვევედრებით, გაგიხანგრძლივოთ სიცოცხლე.

- რისთვის? განა არ წერია ფსალმუნში, რომ ჩვენი სიცოცხლის ვადა სამოცდაათი წელია? (ფსალ. 89-10).

- მაგრამ მეფსალმუნე იმასაც ხომ დასძენს: ”უკუეთუ ძლიერებასა შინა ოთხმეოც წელ”~... (იქვე)

- მართალია, მაგრამ მერე ამბობს: ”უმრავლესი მათი შრომა და სალმობა”... ასე რომ, საიქიო ცხოვრებაში მოსვენება მირჩევნია!

- გერონდა, ხომ შეიძლება, რომ ადამიანი თავისი თავმდაბლობით თვლიდეს, რომ საიქიო ცხოვრებისთვის სულიერად ჯერ მზად არ არის და სურდეს, კიდევ ცოტა იცოცხლოს, რათა მოემზადოს?”

- ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ რა იცის ასეთმა ადამიანმა, რომ უფრო ცუდი არ გახდება, თუკი მეტ ხანს იცხოვრებს?

- გერონდა, თუკი ადამიანი უმეგობრდება, ურიგდება სიკვდილს?

- გააჩნია - როდის. თუ ადამიანის სულში ქრისტე ცოცხლობს, მაშინ სიკვდილი მისთვის სიხარულია, მაგრამ არ არის სწორი, გიხაროდეს სიკვდილი იმიტომ, რომ ამ ცხოვრებამ დაგღალა. როდესაც ადამიანს უხარია სიკვდილი - ამ სიტყვის კარგი გაგებით - მაშინ სიკვდილი მას შორდება და რომელიმე მშიშარასთან მიდის! როდესაც სიკვდილი გინდა, მაშინ არ კვდები