მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ნიკოლოზ ბარათაშვილი
ფიქრნი მტკვრის პირას
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





Untitled Document


ჰოი, საბრალო ადამიანო!

აბბა ელიამ მოგვითხრო:

_ რამდენიმე ხანს იორდანის მახლობლად ერთ-ერთ გამოქვაბულში ვცხოვრობდი, რადგან არ მინდოდა ლოცვითი კავშირი მქონოდა იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან. ერთხელ, დაახლოებით შუადღის თორმეტ საათზე, კარზე ვიღაცამ დამიკაკუნა და როცა გავედი, ჩემ წინ ქალი დავინახე.

_ აქ რა გინდა?! _ ვკითხე მას.

_ შემინდე,  აბბა, _ მიპასუხა ქალმა, _ მეც შენი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ჩემი გამოქვაბული აქედან ას ორმოცდაათ მეტრში თუ იქნება, _ და სამხრეთისკენ მიმანიშნა, _ უდაბნოში რომ მოვდიოდი, სიცხისგან საშინლად მომწყურდა. ყავ სიყვარული, გამომიტანე ცოტა წყალი!

გამოვუტანე, დავალევინე წყალი და მაშინვე გავისტუმრე. მაგრამ როგორც კი გამოქვაბულში შემოვბრუნდი, ეშმაკმა არაწმინდა აზრები მომაწოდა და სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ამ ბრძოლას ვეღარ გავუძელი, ვერ დავაცხრე ჩემში აღგზნებული მძაფრი ვნება და ხორციელი გულისთქმის დასაკმაყოფილებლად ქალს უკან გამოვƮ